settings icon
share icon
შეკითხვა

ქრისტეს ღვთიურობა ბიბლიურია?

პასუხი


თავის შესახებ იესოს გარკვეული მტკიცებების გარდა, მისმა მოციქულებმაც შეიმეცნეს ქრისტეს ღვთიურობა. ისინი აცხადებდნენ, რომ იესოს ჰქონდა ცოდვების მიტევების უფლება - ის რისი გაკეთებაც მხოლოდ უფალს შეუძლია - რადგან ღმერთია შეურაცხყოფილი ცოდვით (საქმეები 5:31; კოლასელთა 3:13; ფსალმუნი 130:4; იერემია 31:34). ამ უკანასკნელ განცხადებასთან ახლო კავშირში, ნათქვამია, რომ იესო სწორედ ის არის, ვინც „განიკითხავს ცოცხლებს და მიცვალებულებს)“ (2 ტიმოთე 4:1). თომამ დაუძახა იესოს, „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!“ (იოანე 20:28). პავლე ამბობს იესო „დიდი ღმერთი და მხსნელი“ (ტიტე 2:13) და მიუთითებს, რომ მის ინკარნაციამდე იესო არსებობდა „ღმერთის სახით“ (ფილიპელთა 2:5-8). მამა ღმერთი იესოსთან დაკავშირებით ამბობს: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა“ (ებრაელთა 1:8). იესო აცხადებს, რომ „თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა [იესო] იყო ღმერთი“ (იოანე 1:1). წერილების მაგალითები, რომლებიც ქრისტეს ღვთიურობას ასწავლის ბევრია (იხილე გამოცხადება 1:17, 2:8, 22:13; 1 კორინთელთა 10:4; 1 პეტრე მოციქულის მეორე წერილი 2:6-8; ფსალმუნი 18:2, 95:1; 1 პეტრე მოციქულის პირველი წერილი 5:4; ებრაელთა 13:20), მაგრამ ერთ-ერთი ამათთაგანიც კი საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ქრისტე მისი მიმდევრების მიერ ღმერთად იყო მიჩნეული.

იესოს ასევე აქვს წოდება იეღოვა (YHWH) (უფლის ოფიციალური სახელი), რაც ერთადერთია ძველ აღთქმაში. ძველი აღთქმის წოდება „მხსნელი“ (ფსალმუნი130:7; ოსე 13:14) გამოიყენება იესოს მიმართ ახალ აღთქმაში (ტიტე 2:13; გამოცხადება 5:9). იესოს ეწოდება მაცხოვარი - „ჩვენთან არს ღმერთი“ - მათე 1. ზაქარია 12:10, იეღოვა ამბობს, „შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს.“ მაგრამ ახალი აღთქმა იყენებს ამას იესოს ჯვარცმის მიმართ (იოანე 19:37; გამოცხადება 1:7). თუ იეღოვა ის არის, ვისაც განგმირავენ და ხედავენ, ხოლო იესო ის არის, ვინც განგმირეს და დაინახეს, მაშინ იესო არის იეღოვა. პავლე მოციქული განმარტავს ესაიას 45:22-23, როდესაც იესოს ახსენებს წერილში ფილიპელთა მიმართ 2:10-11. უფრო მეტიც, იესოს სახელი გამოიყენება ღმერთის გვერდით ლოცვაში „მადლი და მშვიდობა თქვენ ჩვენი მამა ღმერთის და უფალ იესო ქრისტესაგან“ (გალატელთა 1:3; ეფესელთა 1:2). ეს ღვთისგმობა იქნებოდა, ქრისტე ღმერთი, რომ არ ყოფილიყო. იესოს სახელი ღმერთის სახელთან ერთად ჩანს იესოს მითითებისას ნათლობაზე „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმიდისათა“ (მათე 28:19; ასევე იხილეთ 2 კორინთელთა 13:14).

საქმეები, რომლებიც შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ღმერთის მიერ მინდობილი აქვს იესოს. იესომ არა მარტო მკვდრეთით აღადგინა მიცვალებულები (იოანე 5:21, 11:38-44) და მიუტევა მისი ცოდვები (საქმეები 5:31, 13:38), არამედ მან შექმნა და გადაარჩინა სამყარო (იოანე 1:2; კოლასელთა 1:16-17). ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, როცა მიჩნეულია, რომ იეღოვა ამბობს, რომ იგი მარტო იყო სამყაროს შექმნისას (ესაია 44:24). გარდა ამისა, ქრისტე ფლობს თვისებებს, რომლებიც მხოლოდ ღმერთს შეიძლება ჰქონდეს: უკვდავება (იოანე 8:58), ყველგან ყოფნა (მათე18:20, 28:20), ყოვლისცოდნა (მათე 16:21), და ყოვლისშემძლეობა (იოანე11:38-44).

ახლა, ერთია იმის, განცხადება, რომ ღმერთი ხარ და ან ვინმეს მოტყუება და დარწმუნება, რომ ეს სიმართლეა, და სხვაა სავსებით დამტკიცება, რომ ეს ასეა. ქრისტემ ბევრი სასწაული შემოგვთავაზა მისი განცხადების დასამტკიცებლად, რომ ღმერთია. იესოს სასწაულთაგან მხოლოდ რამდენიმე მოიცავს იესოს მიერ წყლის ღვინოდ გადაქცევას (იოანე 2:7), წყალზე გავლას (მათე 14:25), ფიზიკური ნივთების გამრავლებას (იოანე 6:11), უსინათლოს, (იოანე 9:7), კოჭლის (მარკოზი 2:3) და სნეულთა განკურნებას (მათე 9:35; მარკოზი 1:40-42) და ადამიანების მკვდრეთით აღდგენასაც კი (იოანე11:43-44; ლუკა 7:11-15; მარკოზი 5:35). უფრო მეტიც, თვით ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. პაგანის მითოლოგიის ე.წ. მომაკვდავი და აღმდგარი ღმერთებისაგან განსხვავებით, მკვდრეთით აღდგომის მსგავსს არაფერს სხვა არცერთი რელიგია სერიოზულად არ მიიჩნევს, და სხვა არავინ აცხადებს, რომ აქვს ბევრი ძალიან ბიბლიური დადასტურება.

სულ ცოტა თორმეტი ისტორიული ფაქტი არსებობს ქრისტესთან დაკავშირებით, რომლებსაც თვით არაქრისტიანი კრიტიკოსი სწავლულებიც კი აღიარებენ:

1. იესო ჯვარზე გაკვრით გარდაიცვალა.
2. იგი დაკრძალეს.
3. მისმა გარდაცვალებამ მოწაფეების გაქრობა და იმედი დაკარგვა გამოიწვია.
4. რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ იესოს საფლავი ცარიელი იყო (ან აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს).
5. მოწაფეებს სწამდათ, რომ მათ იხილეს მკვდრეთით აღმდგარი იესო.
6. ამის შემდეგ, ისინი დაეჭვებული მოწაფეებიდან თავდაჯერებულ მორწმუნეებად გადაიქცნენ.
7. ეს ცნობა ქადაგების მთავარი ნაწილი იყო ადრეულ ეკლესიაში.
8. ამ ცნობას ქადაგებდნენ იერუსალიმში.
9. ამ ქადაგების შედეგად, ეკლესია დაიბადა და გაიზარდა.
10. მკვდრეთით აღდგომის დღემ, კვირამ, ჩაანაცვლა დასვენების წმინდა დღე (შაბათი), და ღვთისმსახურების უპირატესი დღე გახდა.
11. იაკობი, სკეპტიკოსი, შეიცვალა, როდესაც მან ასევე იწამა, რომ მან ნახა იესოს მკვდრეთით აღდგომა.
12. პავლე, ქრისტიანობის მტერი, გარდაიქმნა მას შემდეგ რაც იწამა, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო ნახა.

მაშინაც კი თუ ვინმეს ამ კონკრეტულ სიასთან დაპირისპირება მოუწია, მხოლოდ რამდენიმეს დასჭირდა მკვდრეთით აღდგომის დამტკიცება და სახარების შექმნა: იესოს სიკვდილი, დაკრძალვა, მკვდრეთით აღდგომა და გამოცხადება (1 კორინთელთა 15:1-5). როდესაც შეიძლება რამდენიმე თეორია არსებობდეს, რომ აიხსნას ზემოთხსენებული ერთი-ორი ფაქტი, მხოლოდ მკვდრეთით აღდგომა ხსნის და ნათელს ხდის ყველა მათგანს. კრიტიკოსები აღიარებენ, რომ მოციქულებმა განაცხადეს, რომ მათ ნახეს მკვდრეთით აღმდგარი იესო. არც ტყუილებს და არც ჰალუცინაციებს არ შეუძლიათ ადამიანების გარდაქმნა ისე, როგორც მკვდრეთით აღდგომისას. პირველ რიგში, რას მოიგებდნენ ისინი ამითი? ქრისიტანობა არ იყო პოპულარული და რასაკვირველია ამას მათთვის ფული არ მოუტანია. მეორეც, მატყუარები კარგი მოწამეები ვარ ხდებიან. მოციქულებისათვის უკეთესი განმარტება არ არსებობს ვიდრე თავიანთი რწმენისათვის საზარელი სიკვდილით სიკვდილისათვის მზაობა. დიახ, მრავალი ადამიანი კვდება იმ ტყუილებისათვის, რაც მათ სიმართლე ჰგონიათ, მაგრამ ადამიანები არ კვდებიან იმისათვის რაც მათ იციან, რომ სიცრუეა.

ამრიგად, ქრისტე აცხადებდა, რომ იგი იყო იეღოვა, რომ იგი იყო ღმერთი (არა უბრალოდ „ღმერთი“ არამედ ჭეშმარიტი ღმერთი); მის მიმდევრებს (ებრაელებს, რომლებსაც კერპთაყვანისცემის ეშინიათ) სწამდათ მისი და მას მიმართავდნენ, როგორც ღმერთს. ქრისტემ დაამტკიცა თავისი განცხადებები ღვთიურობის შესახებ სასწაულების მეშვეობით, მათ შორის სამყაროს შეცვლით. ამ ფაქტებს სხვა ვერც ერთი ჰიპოთეზა ვერ ხსნის. დიახ, ქრისტეს ღვთიურობა ბიბლიურია.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ქრისტეს ღვთიურობა ბიბლიურია?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries