რას ნიშნავს კულტი?


შეკითხვა: რას ნიშნავს კულტი?

პასუხი:
როცა ადამიანებს ესმით, სიტყვა „კულტი," ხშირად გონებაში წარმოესახებათ ჯგუფი, რომელიც თაყვანს სცემს სატანას, მსხვერპლად სწირავს ცხოველებს და მონაწილეობას იღებს ეშმაკეულ, უცნაურ და წარმართულ რიტუალებში. თუმცა, რეალურად კულტი იშვიათად გულისხმობს ამას. კულტი, ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით, უბრალოდ რელიგიური სისტემაა განსაკუთრებული რიტუალებითა და წეს-ჩვეულებებით.

თუმცა, ჩვეულებრივ, კულტი უფრო ვიწროდაა გაგებული და ამ სიტყვით მოიხსნიებენ არაორთოდოქსალურ სექტებს, რომელთა წევრებიც რელიგიის პირველად დოქტრინებს ამახინჯებენ. ქრისტიანულ კონტექსტში, კულტი ასე განიმარტება — „რელიგიური ჯგუფი, რომელიც ბიბლიის ერთ ან რამდენიმე ჭეშმარიტებას უარყოფს". კულტი ისეთი ჯგუფია, რომლიც ისეთ ფუნდამენტალურ სწავლებას უარყოფს, რომელიც რწმენით გადარჩენას გულისხმობს. კულტი ამტკიცებს, რომ რელიგიის ნაწილია, მაგრამ ამ რელიგიის ძირითად ჭეშმარიტებებს უარყოფს. შესაბამისად, ქრისტიანული კულტი უარყოფს ქრისტიანობის ერთ ან რამდენიმე ჭეშმარიტებას და ამავე დროს, ამტკიცებს, რომ ქრისტიანულია.

ქრისტიანული კულტების ორი ყველაზე გავრცელებული სწავლება – იესო არ არის ღმერთი და ხსნა მხოლოდ რწმენით არ ხდება. ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფას მივყავართ იქამდე, რომ იესოს სიკვდილი არ არის საკმარისი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. მხოლოდ რწმენით ხსნის უარყოფას მივყავართ სწავლებამდე, რომ გადარჩენა ჩვენი, საკუთარი საქმეებითაა შესაძლებელი. მოციქულთა პერიოდშიც შეხვდებოდით კულტებს. მაგალითად, იოანე განიხილავს გნოსტიციზმს თავის პირველ წერილში (1 იოანეს 4:1-3) იოანესთვის სტანდარტი იყო შემდეგი სიტყვები: „იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა" (2 მ.), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა გნოსტიკურ ერესს (შდრ. 2 იოანეს 1:7).

დღეს ყველაზე გავრცელებულია ორი კულტი: იეჰოვას მოწმეები და მორმონები. ორივე ჯგუფი ამბობს, რომ ქრისტიანები არიან, მაგრამ ორივე უარყოფს ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას და იმას, რომ ხსნა მხოლოდ რწმენითაა შესაძლებელი. იეჰოვას მოწმეებს და მორმონებს სწამთ ბევრი რამის, რაც ძალიან ჰგავს ბიბლიურ სწავლებას. მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფენ და ქადაგებენ, რომ ხსნა საქმეებითაა შესაძლებელი, მათ კულტად აქცევს. იეჰოვას ბევრი მოწმე, მორმონები და სხვა კულტების წარმომადგენლები მორალური ადამიანები არიან, რომელთაც გულწრფელად ჰგონიათ, რომ სიმართლისა სწამთ. ქრისტიანებმა იმ იმედით უნდა ილოცონ, რომ კულტში მყოფი ადამიანი მოექცეს ჭეშმარიტებისკენ და დაიჯეროს, რომ ხსნა მხოლოდ ქრისტეს რწმენითაა შესაძლებელი.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რას ნიშნავს კულტი?