settings icon
share icon
შეკითხვა

რომელია ბიბლიის შესწავლის სწორი გზა?

პასუხი


წმინდა წერილის მნიშვნელობის განსაზღვრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ქრისტიანულცხოვრებაში. ღმერთი წმინდა წერილის მხოლოდ წაკითხვისკენ კი არა, შესწავლისა და სწორად გაგებისკენაც მოგვიწოდებს(2 ტიმოთეს2:15). წმინდა წერილის შესწავლა რთულია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რამდენიმე პრინციპის გაგება წმინდა წერილის მართებულად განსაზღვრისათვის.

პირველ რიგში, ბიბლიის შემსწავლემუნდა ილოცოს და სთხოვოს სულიწმინდას, მისცეს გაგების უნარი. რადგან ეს მისი ერთ-ერთი ფუნქციაა. „როცამოვაიგი, სულიჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათსრულჭეშმარიტებაში. თავისითკიარილაპარაკებს, არამედიმასილაპარაკებს, რასაცისმენს, დამომავალსგაუწყებთთქვენ" (იოანეს16:13). როგორც მოციქულებს უძღოდასულიწმინდა ახალი აღთქმის დასაწერად, ასევეგაგვიძღვებაჩვენც წმინდა წერილის უკეთ გასაგებად. გახსოვდეთ, ბიბლია არის ღმერთის წიგნი და უფალსუნდა ვკითხოთ ბიბლიის მნიშვნელობა. თუ ქრისტიანი ხარ, წიგნის ავტორი — სულიწმინდა — მკვიდრობსშენში და მას უნდა ზუსტად გაიგო წერილის დედაარსი.

მეორე, არ უნდა ამოვგლიჯოთ მუხლები, მთლიანი კონტექსტიდან დამოუკიდებლად განვმარტოთ იგი. თანმდევი მუხლები და თავები ყოველთვის კონტექსტში უნდა ვიკითხოთ. თუმცა მთელი წერილი ღვთისგან მოდის (2 ტიმოთეს3:16; 2 პეტრეს 1:21), ადამიანებს დააწერინა ისინი. მათჰქონდათ თემა, მიზანი წერისათვის და კონკრეტული მისამართი საკითხები. ბიბლიის წიგნთა დაწერის ფონი უნდა წავიკითხოთ, რათა გავიგოთ ვინ, ვისთვის, როდის და რატომ დაწერა იგი.ასევე,გავითვალისწინოთ, რომ ტექსტმა თავისი სათქმელი თქვას. ადამიანებს უყვართ სათავისოდ განმარტება წმინდა წერილისა.

მესამე, ვეცადოთ, ბიბლიის შესწავლისას არ ვიყოთ ბოლომდედამოუკიდებელი. დიდი ქედმაღლობაა უკუვაგდოთ მრავალწლიანი ძიებანი და კვლევანი ბიბლიის მკვლევრებისა.ისიც მცდარი გზაა,ვეცადოთ მხოლოდ სულიწმიდაზე დაყრდნობითაღმოვაჩინოთ წმინდა წერილის სიღრმეები. ქრისტემ, სულიწმინდის გადაცემით, სულიერი ნიჭები დაურიგა მორწმუნეებს. ერთ-ერთი სულიერი ნიჭია- მასწავლებლობა(ეფესელთა 4:11-12; 1 კორინთელთა12:28-ში). ეს მასწავლებლები არიან უფლისგან მოვლენილნი, რომსწორედ გავიგოთ და დავემორჩილოთ წმინდა წერილს. ბიბლიის მორწმუნეებთან ერთად შესწავლა უფრო გონივრულია, რადგან ერთმანეთის დახმარებით,უკეთ გავიგებთდა მივიღებთღვთის სიტყვის სიმართლეს.

და ბოლოს, რომელიაბიბლიის შესწავლის სწორი გზა? პირველი, ლოცვითა და თავმდაბლობით უნდა დავეყრდნოთ სულიწმიდას, რომ მოგვცეს გაგების უნარი. მეორე, წერილი ყოველთვის უნდა ვისწავლოთ და გავიაზროთ კონტექსტში, ვითვალისწინებთ რა, რომ ბიბლია თავად განმარტავსსაკუთარ თავს. მესამე, პატივი უნდა ვცეთ სხვა ქრისტიანების ძალისხმევას, წარსულსა და მომავალში, რომლებიც ცდილობდნენ სწორად შეისწავლონბიბლია. გვახსოვდეს, ღმერთი არის ბიბლიის ავტორი და მისი სურვილია, ნათლად გავიგოთ წმინდა წერილის მნიშვნელობა.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რომელია ბიბლიის შესწავლის სწორი გზა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries