მნიშვნელოვანია ერთობლივი ლოცვა? ერთობლივი ლოცვა ინდივიდუალურ ლოცვაზე ძლიერია?


შეკითხვა: მნიშვნელოვანია ერთობლივი ლოცვა? ერთობლივი ლოცვა ინდივიდუალურ ლოცვაზე ძლიერია?

პასუხი:
ერთობლივი ლოცვა, ისე, როგორც თაყვანისცემა, სწორი მოძღვრება, ერთობა და ძმობა, ეკლესიური ცხოვრების საკვანძო ნაწილია. ადრეული ეკლესია გამუდმებით იყო მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურისგატეხვასა და ლოცვებში (საქმეები 2:42). სხვა მორწმუნეებთან ერთად ლოცვისას, შედეგი ძალიან დადებითია. საერთო რწმენის გაზიარებისას, ლოცვა გვაშენებს და გვაერთიანებს. სულიწმიდა, რომელიც ყოველ მორწმუნეში ცხოვრობს, გულს სიხარულით გვივსებს, ვისმენთ ჩვენი უფლისა და მხსნელისქება-დიდებას, რომელმაც ისეთი უნიკალური ერთობის თანაზიარი გაგვხადა, რომელსაც სხვაგან ვერსად ვერ ვიპოვნიდით.

მარტო მყოფთა და ცხოვრებისეულ გამოწვევებით დათრგუნულთათვის, ძალიან გამამხნევებელია, როცა ესმით, რომ სხვებთან ერთად აქვთ მისადგომელი მადლის ტახტთან. სიყვარულითა და მზრუნველობით ვივსებით მათ მიმართ, ვისთვისაც ვშუამდგომლობთ. ამასთან, ერთობლივი ლოცვა ინდივიდუალურად მლოცველთა გულების ანარეკლიც არის. უფალთან უნდა მივიდეთ თავმდაბლობით (იაკობის 4:10), ჭეშმარიტებით (ფსალმუნები 145:18), მორჩილებით (1 იოანეს 3:21-22), მადლიერებითა (ფსალმუნები 4:6) და გულდაჯერებით (ებრაელთა 4:16). სამწუხაროდ, ერთობლივი ლოცვა შეიძლება ისეთმა ადამიანებმაც გამოიყენონ, რომლებიც, ფარისევლურად, ღმერთს კი არა, ადამიანებს მიმართავენ. მათეს 6:5-8-ში, იესო წინ აღუდგა ამგვარ ქმედებასდა მოგვიწოდა, რომ ლოცვის დროს არ გამოვიჩინოთ თვალთმაქცობა, მრავალსიტყვაობადა ფარისევლობა, არამედ ვილოცოთ ფარულად ჩვენს ოთახებში, რათა თავიდან ავიცილოთ ლოცვის თვალთმაქცურად გამოყენება.

ბიბლიაში არსადაა ნახსენები, რომ ერთობლივი ლოცვით უფრო მივაღწევთ საწადელს, ვიდრე პირადი ლოცვით. ხშირად, ერთობლივი ლოცვა ჰგავს მოთხოვნათა სიას, რადგან ბევრ ქრისტიანს ლოცვა მხოლოდ ღმერთისგან რაღაცის მიღების საშუალება ჰგონია.თუმცა ბიბლიური ლოცვები მრავალმხრივია, რომელიც მოიცავს და განაწყობს ჩვენს გულებს, რომ ნებსით და დაფარულში დავუკავშირდეთ წმინდა, სრულყოფილ და მართალ ღმერთს. უფალი ყურს უგდებს თავისი ქმნილების ქებას, თაყვანისცემასა და განდიდებას (ფსალმუნები 26:4; 62:1-8), ქმნის გულწრფელ მონანიებასა და აღიარებას (ფსალმუნები 51; ლუკას 18:9-14), წარმოქმნის ვედრებასა და მადლიერებას (ფლ. 4:6; კლ. 1:12) და მოუხმობს წრფელ შუამავალთ სხვათა სასიკეთოდ (2 თესალონიკელთა1:11; 2:16).

შესაბამისად, ლოცვა ღმერთთან თანამშრომლობაა, რომ დავყვეთ მის ნებას და არა- საკუთარს. ჩვენი ლოცვები უმაღლეს საფეხურს აღწევს მაშინ, როდესაც საკუთარ სურვილებს უკუვაგდებთ და ვემორჩილებით მას, ვისაც ყველაზე მეტად ესმის ჩვენი ყოფა, ვიდრე ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, და მას, ვინც „ იცის, რაგიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ" (მათეს 6:8). არ აქვს მნიშვნელობა ერთი ილოცებს თუ ათასი. თუკი ღვთის ნებით ვილოცებთ, ყოველთვის სასიკეთო შედეგს მივიღებთ.

ბიბლია არ ეთანხმება შემდეგ მოსაზრებას, თითქოს „როდესაც ორი ან სამი ადამიანი შეიკრიბება" სალოცავად, რაღაც ჯადოსნური ძალით ლოცვა უმალ აღსრულდება. რა თქმა უნდა, იესო ესწრება ორი ან სამი ადამიანის ლოცვას, როგორც ერთისას. ერთობლივი ლოცვა გადამწყვეტია ერთობისთვის (იოანეს17:22-23), შეგონებისთვის, (1 თესალონიკელთა5:11) სიყვარულისა და კეთილი საქმეების წახალისებისათვის (ებრაელთა 10:24).

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
მნიშვნელოვანია ერთობლივი ლოცვა? ერთობლივი ლოცვა ინდივიდუალურ ლოცვაზე ძლიერია?