რატომ არის ეკლესიაში სიარული მნიშვნელოვანი?


შეკითხვა: რატომ არის ეკლესიაში სიარული მნიშვნელოვანი?

პასუხი:
ბიბლია გვასწავლის,რომ ეკლესიაში უნდა ვიაროთ, რათა ვადიდოთ უფალი სხვა მორწმუნეებთან ერთად და შევისწავლოთ მისი სიტყვა საკუთარი სულიერი ზრდისთვის. ძველი ეკლესიები „იყვნენ გამუდმებითმოციქულთამოძღვრებაში, თანამოზიარობაში, პურისგატეხასადალოცვებში" (საქმეები 2:42). ჩვენც ასეთი ერთგულება უნდა გამოვიჩინოთ. იმ დროში მათ არ ჰქონდათ საეკლესიო შენობები, მაგრამ „ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს"(საქმეები 2:46). სადაც არ უნდა შეიკრიბონ მორწმუნეები, ერთად იზრდებიან დასწავლობენ ღვთის სიტყვის მოსმენას.

ეკლესიაში სიარული არ არის უბრალოდ „კეთილირჩევა", ეს არის უფლის ნებამორწმუნეების მიმართ. ებრაელთა 10:25-ში წერია: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას." ძველ ეკლესიებშიც კი, ზოგიერთებს არ უყვარდათ სხვა მორწმუნეებთან ერთად თავმოყრა.ებრაელთა ავტორი ამბობს, რომ ასე არ უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება გაძლიერება,რომელიცეკლესიაში ყოფნას მოაქვს.ბოლო ჟამის დადგომამ უნდა წაგვახალისოს მეტიერთგულებისთვისმორწმუნეების,ეკლესიის მიმართ.

ეკლესია არის ადგილი, სადაც მორწმუნეებს უყვართ ერთმანეთი (1 იოანეს4:12), შეაგონებენ (ებრაელთა 3:13) დაამტკიცებენერთმანეთსსიყვარულისადაკეთილისაქმეებისათვის (ებრაელთა10:24), ემსახურებიან (გალატელთა 5:13), არიგებენ(რომაელთა15:14), პატივს სცემენ (რომ. 12:10)დაარიან კეთილნი და თანამგრძნობნიერთმანეთის მიმართ(ეფესელთა4:31).

ვირწმუნებთ რა იესო ქრისტეს, ვხვდებით ქრისტეს სხეულის ნაწილი (1 კორინთელთა12:27). ეკლესიის სხეულის სათანადოდ მუშაობისათვის, „სხეულის ყველა ნაწილი" უნდა იყოს დამსწრე და მოქმედი (1 კორინთელთა12:14-20). საკმარისი არააეკლესიაში სიარული; უნდა ჩავერთოთ მსახურებაში, იმ სულიერი ნიჭის საშუალებით, რომელიც უფალმა მოგვცა (ეფესელთა4:11-13). მორწმუნე ვერასოდეს მიაღწევს სრულ სულიერ სიმწიფეს, თუ არ გამოავლენს თავის სულიერ ნიჭს. ჩვენ, სხვა მორწმუნეთაგან, გვჭირდება გამხნევება და შეწევნა (1 კორინთელთა12:21-26).

ამ და სხვა მიზეზებით ეკლესიაში სიარული, თანამსახურებადა ძმობა, უნდა იყოს მორწმუნეობრივი ცხოვრების მუდმივი ასპექტი. ყოველკვირეული სიარულიეკლესიაში,უდავოდ,აუცილებელიამორწმუნეებისთვის, მაგრამ მას, ვინც ქრისტეს ეკუთვნის, უნდა ჰქონდეს ღვთისთაყვანისცემის, სიტყვის მიღებისა და სხვა მორწმუნეებთან გაერთიანების სურვილი.

იესო არის ეკლესიის ქვაკუთხედი (1 პეტრეს2:6).„დათქვენცაშენდით, როგორცცოცხალიქვები, სულიერსახლად, წმიდასამღვდელოებად, რათაშესწიროთღვთისმოსაწონისულიერიმსხვერპლებიიესოქრისტესმეშვეობით" (1 პეტრეს2:5). როგორც უფლის „სულიერი სახლის" ასაშენებელ მასალებს, ერთმანეთთან ბუნებრივი კავშირი გვაქვს, რომელიც უფრო ცხადი ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც ეკლესია „მიდის ეკლესიაში".

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რატომ არის ეკლესიაში სიარული მნიშვნელოვანი?