რას ამბობს ბიბლია ქრისტიანის მიერ სესხის აღებაზე? შეუძლია ქრისტიანს სესხის აღება?


შეკითხვა: რას ამბობს ბიბლია ქრისტიანის მიერ სესხის აღებაზე? შეუძლია ქრისტიანს სესხის აღება?

პასუხი:
რომაელთა 13:8-ში პავლე გვეუბნება, რომ ერთმანეთის არაფერი უნდა გვმართებდეს სიყვარულის გარდა. ეს მშვენივრად მიგვახვედრებს უფლის უარყოფით დამოკიდებულებაზე ვალის მიმართ (იხილეთ ფსალმუნი 16:21). მაგრამ ბიბლია ცხადად არ გამოხატავს წინააღმდეგობას სესხების მიმართ. ის გვაფრთხილებს ვალების თაობაზე და გვიჩვენებს ვალის უარყოფის უპირატესობას, მაგრამ არ გვიკრძალავს მას. ბიბლია უკმეხი სიტყვებით საუბრობს გამსესხებლის განაჩენზე, რომლებიც მსესხებელზე ძალადობენ, მაგრამ არ საუბრობს მსესხებლის განაჩენზე.

ზოგიერთი სარგებელს ეძებს გასესხებისას პროცენტის დამატებით, მაგრამ ბიბლიაში რამდენჯერმე გვხვდება მოსაზრება მევახშეობაზე, რომ აუცილებელია სამართლიანი ტარიფით იყოს ფული გასესხებული (იგავნი 28:8; მათეს 25:27). უძველეს ისრაელში კანონით აკრძალული იყო ღარიბთათვის გარკვეული კატეგორიის სესხების პროცენტით (სარგებლით) დატვირთვა (ლევიანნი 25:35-38). ამ კანონს ჰქონდა უამრავი სოციალური, ფინანსური და სულიერი ქვეტექსტი. აქედან ორი უნდა გამოვყოთ. პირველ რიგში, კანონი დაეხმარა ღარიბ მოსახლეობას მდგომარეობის შემსუბუქებაში. არ იყო საჭირო თავის დამცირება დახმარების თხოვნით, რადგან მათი სიღარიბეც საკმარისი იყო. მაგრამ, თუ ღარიბ ადამიანს სესხის გარდა დამანგრეველი პროცენტების გადახდა მოუწევდა, ამ შემთხვევაში სესხი უფრო საზიანო იქნებოდა, ვიდრე სასარგებლო.

ზემოთხსენებული კანონი გვასწავლის მნიშვნელოვან სულიერ გაკვეთილს. გამსესხებლისთვის, პროცენტებზე უარის თქმა ღარიბ ადამიანთან მიმართებაში, გულმოწყალებას ნიშნავდა. ვიდრე ფული გასესხებული იყო, ის მაინც ვეღარ გამოიყენებდა. თუმცა ეს იქნებოდა გზა უფლისთვის მადლიერების გამოსახატად მისი მოწყალებისთვის, რომ მან არ მოსთხოვა ხალხს „სარგებელი". ისევე, როგორც უფალმა დაიხსნა ღატაკი ისრაელიანები ეგვიპტის მონობისგან და მისცა თავიანთი მიწა (ლევიანნი 25:38), და მათგან მხოლოდ სიკეთეს ელოდა გაჭირვებული თანამოსახელეების მიმართ.

ქრისტიანებიც პარალელურ სიტუაციაში არიან. ქრისტეს სიცოცხლემ, სიკვდილმა და აღდგომამ გამოისყიდა ჩვენი ცოდვების ვალი ღვთისგან. ახლა, ჩვენ გვაქვს საშუალება დავეხმაროთ სესხის მიცემით სხვებს, ვისაც სჭირდება თანადგომა, პრაქტიკულად, ჩვენს მეგობარ მორწმუნეებს, რომ არ გაუმწვავდეთ პრობლემები. იესო ამ იგავში ჰყვება ისტორიას ორ მოვალესა და მათ დამოკიდებულებაზე მიტევების მიმართ (მათეს 18:35).

ბიბლია გამოხატულად არ კრძალავს, მაგრამ არც ურჩევს ფულის სესხებას. ბიბლიის სიბრძნე გვასწავლის, რომ ფულის სესხება არ არის სწორი საქციელი. ვალის აღებით, პრაქტიკულად, ვხდებით გამსესხებლის მონები. ზოგიერთ სიტუაციაში, ვალის აღება „პირდაპირ ბოროტებაა". თუ ფული გააზრებულად და სიბრძნით არის აღებული და გადახდის პირობები მოსახერხებელია, ქრისტიანს შეუძლია აიღოს ეს ფინანსური ტვირთი, მაგრამ ეს მართლაც აუცილებელი უნდა იყოს.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რას ამბობს ბიბლია ქრისტიანის მიერ სესხის აღებაზე? შეუძლია ქრისტიანს სესხის აღება?