settings icon
share icon
შეკითხვა

რატომ უნდა ვიკითხოთ და ვისწავლოთ ბიბლია?

პასუხი


ბიბლია უნდა ვიკითხოთდა ვისწავლოთ,რადგან ის ჩვენთვის გაცხადებული ღვთის სიტყვაა. ბიბლია პირდაპირი მნიშვნელობით „ღვთივსულიერია" (2 ტიმოთეს3:16). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ისჩვენ მიმართ ნათქვამი ღვთისსიტყვაა. უამრავ კითხვაზე, რომლებზეცფილოსოფოსები მსჯელობენ, ღმერთმა გასცა პასუხიწმინდა წერილში. რა არის ცხოვრების მიზანი? საიდან მოვდივარ? არსებობს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე? როგორ მოვხვდები ზეცაში?რატომ არის სამყარო ბოროტებით აღსავსე?რატომ ვიტანჯები სიკეთის კეთების გამო? გარდა ამ „დიდი"შეკითხვებისა, ბიბლია ბევრ პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს სხვა კითხვებზეც:რატომ ვეძებ მეორე ნახევარს?როგორ უნდა მქონდეს მტკიცექორწინება? როგორ ვიყო კარგიმეგობარი? როგორ უნდა ვიყო კარგი მშობელი? რა არის წარმატება და როგორ უნდა მივაღწიო მას? როგორ შევიცვალო? რა არის არსებითი ცხოვრებაში? როგორ ვიცხოვრო ისე, რომ არ მრცხვენოდეს ან არ ვწუხდე წარსულზე? როგორ გავიმარჯვო უსამართლო სიტუაციებსა და ცუდ შემთხვევებზე?

ბიბლია უნდა წავიკითხოთ და შევისწავლოთ, რადგან ისსავსებითსაიმედო და უშეცდომოა. ბიბლია უნიკალურია „წმინდა" წიგნებს შორის. ის, არამარტო, გვეუბნება: „მენდე", უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობაგამოვცადოთმასში არსებულიასობით დეტალური წინასწარმეტყველება, გამოვიკვლიოთ მასში აღნიშნულისამეცნიერო მონაცემები,შევისწავლოთ მასში აღბეჭდილი მეცნიერული ფაქტები. ვინც ამბობს, რომ ბიბლიაში შეცდომებია, ისგვერდს აქცევსსიმართლეს. იესომ ერთხელ იკითხა: რომლის თქმა უფრო ადვილია,„მიგეტევა შენი ცოდვები" თუ ,,ადექი, აიღეშენისარეცელიდაგაიარე?"შემდეგ მან დაამტკიცა, რომ შეეძლო ცოდვების მიტევება (რისი დანახვაც ხილულად არ შეგვიძლია) და დამბლადაცემული ადამიანი განკურნება (რაც გარშემომყოფებმა საკუთარი თვალებითგამოსცადეს).ასევე, ჩვენ მოგვეცა რწმუნებულება, რომ ღვთის სიტყვა ნამდვილია, როდესაც ის ეხება ისეთ სულიერ მხარეებს, რომლებსაც საკუთარი გრძნობებით ვერ გამოვცდით,მაგრამ ის გვიჩვენებს ისეთ რაღაცებსაც, რისი შემოწმებაც შეგვიძლია ისტორიული, მეცნიერული და წინასწარმეტყველური სიზუსტისმეშვეობით.

ბიბლია უნდა წავიკითხოთ და შევისწავლოთ, რადგან ღმერთი უცვლელია და ადამიანის ბუნებაც არ იცვლება; დაწერის მომენტიდან დღემდე იგი თანაბარმნიშვნელოვანია. მართალია, ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება და სურვილები იგივე რჩება. ბიბლიის ისტორიებისკითხვისას, ეხება ეს ცალკეულ თუ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, გვხვდება სიტყვები: „არაფერია ახალი მზის ქვეშ(ეკლესიასტე 1:9). და ვიდრე მთელიკაცობრიობა განაგრძობს სიყვარულისა და სიამოვნების ძიებას არასწორი გზებით, ღმერთი − ჩვენი კეთილი და მოწყალე შემოქმედი-გვეუბნება,თუ როგორ დავიმკვიდრებთ ხანგრძლივ სიხარულს.თავისი გაცხადებული სიტყვა, ბიბლია, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავად იესო ამბობს:„არამხოლოდპურითცოცხლობსკაცი, არამედღვთისპირიდანგამომავალიყოველისიტყვით" (მათეს4:4). სხვა სიტყვებით, თუ გვინდასავსესიცოცხლითვიცხოვროთ, როგორც უფალს ჰქონდა განზრახული, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ღვთის სიტყვას.

უნდა ვკითხულობდეთდა ვსწავლობდეთბიბლიას, ვინაიდანუამრავი ცრუ სწავლება არსებობს. ბიბლია გვაძლევს შემოწმების საშუალებას,რომლითაც შეგვიძლია სიმართლე სიცრუისგან განვარჩიოთ. ის გვასწავლის ღმერთის ხასიათს. ღმერთზე არასწორი შეხედულება იგივეათაყვანს სცემდე კერპს ან ცრუ ღმერთს.ამ დროს, ჩვენ თაყვანს ვცემთ სხვა რამეს, არათუ ღმერთს. ბიბლია გვასწავლის გზას ზეცისაკენ,და ეს გზა არ გადის ჩვენს სიკეთეზე, ნათლობასა და სხვა რამეზე(იოანეს14:6; ესაია53:6; რომაელთა3:10-18, 5:8, 6:23, 10:9-13). ამ მუხლებით ვხედავთ ღვთის დიად სიყვარულს ჩვენ მიმართ(რომაელთა5:6; იოანეს3:16). ამის შესწავლას იმიტომ ვესწრაფვით, რომჩვენც შევიყვაროთ ღმერთი1 იოანეს4:19).

ბიბლია ღმერთის მსახურებისთვის განგვაწყობს (2 ტიმოთეს3:17; ეფესელთა6:17; ებრაელთა4:12). ის გვეხმარება ცოდვებისა და მისგან გამოწვეული საზარელი შედეგებისგან გასათავისუფლებლად (2 ტიმოთეს3:15). უფლის სიტყვაზე ფიქრი და მისი სწავლებების მორჩილება წარმატებამდე მიგვიყვანს (იესო ნ. ძე. 1:8; იაკობის1:25). ღვთის სიტყვა გვეხმარება გავიაზროთ ჩვენი ცოდვები და გავთავისუფლდეთ მათგან (ფსალმუნები119:9, 11). ის გვიკვალავს გზას ცხოვრებაში, უფრო გონიერს გვხდის,ვიდრე ჩვენი მასწავლებლები არიან(ფსალმუნები32:8, 119:99; იგავნი1:6;) ბიბლია არ გვაძლევს საშუალებას ცხოვრების წლები დავხარჯოთ უმნიშვნელო და წარმავალ საქმეებზე თუ საკითხებზე(მათეს 7:24-27).

ბიბლიის კითხვა და შესწავლა გვეხმარება დავინახოთ არა მხოლოდ მიმზიდველი „სატყუარა" არამედმის მიღმა არსებული „კაუჭიც", რათავისწავლოთ სხვების შეცდომებზე. გამოცდილება ძალიან კარგი მასწავლებელია, მაგრამცოდვით მიღებულიგამოცდილებიდან სწავლა საშინელი და საზარელი მასწავლებელია. რამდენად უკეთესია ვისწავლოთ სხვების შეცდომებზე. არსებობს ბიბლიის უამრავი პერსონაჟი, რომელთაგანაც შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ. რამდენიმე მათგანი თავიანთი ცხოვრების ნეგატიური თუ პოზიტიური მაგალითებად გვევლინება.მაგალითად დავითი, გოლიათის დამარცხებით, გვასწავლის, რომ ღმერთი ყველა შემხვედრ დაბრკოლებაზე უფრო დიდი და ძლიერია(1 მეფეთა17). ხოლო მისი ცდუნება,ბათშებაყთან მრუშობა, ამჟღავნებს, რამდენად საზარელი და ხანგრძლივი შეიძლება იყოს წუთიერი სიამოვნებით მიღებული ცოდვის შედეგები (2 მეფეთა11).

ბიბლია ის წიგნია, რომელიც არამარტო კითხვისას გვჭირდებაარამედ — შესასწავლადაც, რათამისი გამოყენება შევძლოთ. სხვა შემთხვევაში, ესღეჭვის გარეშე ყლაპვას და შემდეგ უკან გადმოფურთხებასჰგავს, რასაც არანაირი ღირებულება არ აქვს.ბიბლია ღვთის სიტყვაა. ის ისევე აგებულია, როგორც ბუნების კანონები. ჩვენ შეიძლება არადჩავაგდოთ ის, რითაც მხოლოდ საკუთარ თავს დავაზიანებთ ისევე, როგორც მიზიდულობის ძალის უარყოფისას. ბიბლია იმდენად აუცილებელია ჩვენი ცხოვრებისთვის, რომ სიტყვებით ვერ აღვწერთ.ბიბლიის შესწავლა ოქროს მოპოვების პროცესს ჰგავს. თუ მცირე ძალისხმევას გამოვიჩენთდა უბრალოდ„გავცრით სილას დინებაში", ცოტა ოქროს მივიღებთ, მაგრამ თუკი მეტ შრომას გავწევთ, ღრმად ჩავწვდებითმას, მეტად დავჯილდოვდებით ჩვენი ძალისხმევისთვის.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რატომ უნდა ვიკითხოთ და ვისწავლოთ ბიბლია?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries