settings icon
share icon
შეკითხვა

ბიბლია დღესაც აქტუალურია?

პასუხი


ებრაელთა 4:12-შიწერია: „ვინაიდანღვთისსიტყვაარისცოცხალი, მოქმედიდაყოველგვარორლესულმახვილზეუფრობასრი, დააღწევსსამშვინველისადასულის, სახსართადატვინთაგაყოფისადგილამდე, დაგანიკითხავსგულისაზრებსადაყოველგვარზრახვებს."მართალია,ბიბლიის წერა დაახლოებით 1900 წლის წინ დასრულდა, მაგრამ მისი სიზუსტე და აქტუალურობა დღესაც უცვლელია. ბიბლია ყველა გამოცხადების, ერთადერთი, ობიექტური წყაროა, რომელიც ღმერთმა მოგვცა საკუთარი თავისა და იმ გეგმის შესახებ, რომელიცკაცობრიობისათვის აქვს შემუშავებული.

ბიბლია შეიცავს უამრავ ინფორმაციას სამყაროს შესახებ, რომელიც დადასტურებულია მეცნიერულიდაკვირვებებითა და გამოკვლევებით. ამის შესახებ წაიკითხეთ:ლევიანნი 17:11; ეკლესიასტე 1:6-7; იობი 36:27-29; ფსალმუნები 102:25-27 და კოლოსელთა 1:16-17. ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრების ნათელი განხილვით, იკვეთებაღვთის გამოსყიდვის გეგმა კაცობრიობისთვის.ამ აღწერილობებში ბიბლია გადმოსცემს უამრავ ცნობასადამიანის ქცევებისა და მიდრეკილებებისშესახებ. ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ინფორმაცია ზედმიწევნით ასახავს ადამიანის მდგომარეობას,ვიდრე ნებისმიერ სხვა ფსიქოლოგიურ სახელმძღვანელო. ბიბლიაში ჩაწერილი მრავალი ისტორიული ფაქტი დადასტურებულია დამატებითი ბიბლიური წყაროებით. ისტორიული კვლევები გვიჩვენებს ერთიდა იგივე მოვლენის ბიბლიური და არაბიბლიურითხრობისმსგავსებას.

თუმცა ბიბლია, არც ისტორიული წიგნია, არც ფსიქოლოგიური ტექსტი და, არც სამეცნიერო ჟურნალი. ბიბლია აღწერს ღვთის პიროვნებას, მის ნება-სურვილსა და გეგმებს კაცობრიობისთვის.ამ გამოცხადების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენი ღვთისგან განშორება ცოდვების გამო და ღვთისგან განდგომილების აღდგენის ამბავი თავისიძის, იესო ქრისტეს, ჯვარცმით. ჩვენი გამოსყიდვის აუცილებლობა უცვლელია, როგორც უფლის სურვილი ჩვენთან შერიგებისა.

ბიბლია შეიცავს უამრავ უტყუარდა საჭირბოროტოინფორმაციას. ბიბლიის ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება — გამოსყიდვა -უნივერსალურად და მუდმივადესადაგებაკაცობრიობას. ღვთის სიტყვა არასდროს მოძველდება, არც შეიცვლება,არც გაუმჯობესდება. კულტურა იცვლება, კანონები იცვლება, თაობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ღვთის სიტყვა დღესაც აქტუალურია, როგორც დაწერის დროს.ყველა უწყებაპირადად არ გვეხება, მაგრამ ყველა მათგანი შეიცავს ჭეშმარიტებას, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურად.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ბიბლია დღესაც აქტუალურია?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries