ბიბლია შეიცავს შეცდომებს, წინააღმდეგობებსადაშეუსაბამობებს?


შეკითხვა: ბიბლია შეიცავს შეცდომებს, წინააღმდეგობებსადაშეუსაბამობებს?

პასუხი:
თუ ბიბლიას წავიკითხავთ თავისი ჭეშმარიტი ღირებულებით, მიუკერძოებელი შეფასებით,იგი წარმოგვიდგება, როგორც თანმიმდევრული, ლოგიკური და,მეტნაკლებად,ადვილად გასაგები წიგნი. დიახ, აქ არის რთული წინადადებები; დიახ,ვაწყდებით მუხლებს, რომლებიც, თითქოს, შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბლია 40 სხვადასხვა ავტორის მიერ იწერებოდა, დაახლოებით 1500 წლის განმავლობაში.თითოეულმა ავტორმა სხვადასხვა სტილითა დაპერსპექტივით, ნაირ-ნაირი აუდიტორიისთვისადა ბევრნაირიმიზნებისთვის დაწერა. ამიტომ მოსალოდნელია უმნიშვნელო განსხვავებები.თუმცა ეს არ არის შეცდომა.ბიბლიის მუხლები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. მათ აზრს მთლიანი კონტექსტი განამტკიცებს.რაღაც კითხვაზე პასუხის არქონა, პასუხის არარსებობას როდი ნიშნავს. შეიძლება ბიბლიაში ბევრმა იპოვა შესაძლო შეუსაბამობები ისტორიულითუგეოგრაფიული კუთხით, მაგრამ უფრო ღრმა არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენებისშემდეგ დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება.

ხშირად გვეკითხებიან: „აგვიხსენით, რატომ არ შეესაბამება ეს მუხლებიერთმანეთს?" ან, „აი, აქ, შეცდომაა ბიბლიაში". ვაღიარებთ, რომ ზოგიერთი საკითხის ახსნა-განმარტება რთულია. თუმცა, ჩვენი აზრით, ბიბლიის შეუსაბამობის ყველა სავარაუდო კითხვაზე არსებობს რაციონალური,დამაჯერებელი პასუხი. არსებობს წიგნები და საიტები, სადაც შესაძლებელია ვნახოთ „ყველა შეცდომა ბიბლიაში". ხალხი, ხშირად,აქედან იღებს თავიანთ არგუმენტებს, თავად კი ვერ პოულობს სავარაუდო შეცდომებს. ამასთანავე, არსებობს სხვა საიტები და წიგნები, რომლებიც ყველა საეჭვო კითხვას უარყოფენ. ყველაზე სამწუხარო ფაქტი კი ის არის, რომ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ამ კითხვას სვამენ, რეალურად არც არიან დაინტერესებული პასუხით,მაგრამ, კვლავ და კვლავ, განაგრძობენ ზედაპირულ თავდასხმებს.

ასე რომ, როგორ მოვიქცეთ, როცა ვინმე ცდილობს, საეჭვო არგუმენტებით, ბიბლიის შეუცდომლობაშიდაგვაეჭვოს? 1) ლოცვითშეისწავლეთ წერილი და ნახეთ,არსებობს თუ არა მარტივი გამოსავალი. 2) გამოიკვლიეთბიბლიისკომენტარებით, „ბიბლიის დამცველი" წიგნებითადა ბიბლიური კვლევების საიტებით. 3) ვკითხოთ ჩვენს მოძღვრებს ან ეკლესიის წინამძღოლთშესაძლო გამოსავალზე. 4) პასუხის არქონის შემთხვევაში, კვლავ, მივყვეთ წინა ნაბიჯებს. ჩვენ ვენდობით ღმერთს თავისი სიტყვის ჭეშმარიტებაში და გვჯერა გამოსავლისა,რომელსაც ჯერჯერობითვერ ჩავწვდით (2 ტიმოთეს2:15, 3:16-17).

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
ბიბლია შეიცავს შეცდომებს, წინააღმდეგობებსადაშეუსაბამობებს?