რას ამბობს ბიბლია დეპრესიის შესახებ? როგორ უნდა გადალახოს ქრისტიანმა დეპრესია?


შეკითხვა: რას ამბობს ბიბლია დეპრესიის შესახებ? როგორ უნდა გადალახოს ქრისტიანმა დეპრესია?

პასუხი:
დეპრესია არის ფართოდ გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე, როგორც ქრისტიანზე, ასევე არაქრისტიანზეც. დეპრესიით დათრგუნულნი, განიცდიან ინტენსიურ მწუხარებას, ბრაზს, უიმედობას, დაღლილობას და სხვა სიმპტომებს. ხანდახან თავს უსარგებლოდ გრძნობენ და თვითმკვლელობაზეც ფიქრობენ, კარგავენ ინტერესს საგნებისა და ადამიანების მიმართ, რომლებიც აქამდე სიამოვნებდათ. დეპრესიის მიზეზი ისეთი ცხოვრებისეული მოვლენებია, როგორებიცაა: სამსახურის დაკარგვა, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, განქორწინება, ან ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგალითად, დაბალი თვითშეფასება და ძალადობა.

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ უნდა ვიყოთ ბედნიერებითა და მადლიერებით აღსავსე (ფილიპელთა 4:4; რომაელთა 15:11). უფალს სურს, ყველამ ვიცხოვროთ სიხარულით სავსე ცხოვრებით. ეს არ არის მარტივი ადამიანისთვის, რომელიც იტანჯება სიტუაციური დეპრესიით, მაგრამ ის შეიძლება განიკურნოს ღვთისგან მონიჭებული ლოცვის მადლით, ბიბლიის შესწავლითა და განხორციელებით, მხარდამჭერთა ჯგუფებით, მორწმუნეთა გაერთიანებებით, აღსარებით, მიტევებითა და შეთანხმებით. ჩვენ გვჭირდება გააზრებული ძალისხმევა, რათა არ შთავინთქათ საკუთარი თავით, არამედ გავცდეთ საკუთარ თავს. დეპრესიის შეგრძნება შეიძლება გადავჭრათ, თუ ვკონცენტრირდებით არა ჩვენს თავზე, არამედ ქრისტესა და სხვებზე.

კლინიკური დეპრესია არის ფიზიკური მდგომარეობა, რომლის დიაგნოზიც მკურნალმა უნდა დასვას. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული მძიმე ცხოვრებისეული ფაქტებისგან, და ჩვენი სურვილის მიუხედავად, ვერ შევამსუბუქებთ ამ მდგომარეობას. პირიქით, კლინიკური დეპრესია ყოველთვის ცოდვით არ არის გამოწვეული, როგორც ზოგიერთ ქრისტიანულ საზოგადოებას სწამს. ხანდახან, დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ნაკლმა, რომელიც საჭიროებს პრეპარატებით მკურნალობას ან კონსულტაციას. რა თქმა უნდა, ღმერთს შეუძლია განკურნოს ნებისმიერი დაავადება და ნაკლი. თუმცა დეპრესიის დროს შეგვიძლია მივიდეთ ექიმთან ნებისმიერ დროს, ისევე როგორც დაშავებისას.

შესაძლებელია სულით დათრგუნული ადამიანების განთავისუფლება დარდისა და მწუხარებისგან. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ღვთის სიტყვაში რჩებიან, მაშინაც კი, თუ თავს ცუდად გრძნობენ. ემოციებმა შეიძლება გზიდან გადაგვახვევინოს, მაგრამ ღმერთის სიტყვა მყარი და უცვლელია. ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ღმერთის ძლიერი რწმენა და ვიყოთ მასთან უფრო ახლოს, როდესაც გამოცდასა და ცდუნებას გავდივართ. ბიბლია გვეუბნება, რომ უფალი ისეთ განსაცდელს არ გამოგვიგზავნის ცხოვრებაში, რომელთან გამკლავებაც ჩვენს ძალებს აღემატება (1 კორინთელთა 10:13). მიუხედავად ამისა, დეპრესიულობა არ არის ცოდვა, რადგან ადამიანს შეუძლია გაუმკლავდეს ავადმყოფობას, პროფესიონალის დახმარებითაც კი. „მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს" (ებრაელთა 13:15).

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რას ამბობს ბიბლია დეპრესიის შესახებ? როგორ უნდა გადალახოს ქრისტიანმა დეპრესია?