settings icon
share icon
შეკითხვა

როდის და როგორ შეადგინეს კანონიკური ბიბლია?

პასუხი


ტერმინი „კანონიკური"გამოიყენება ბიბლიის იმ წიგნებისთვის, რომლებიც ღვთივშთაგონებულია, რის გამოც შედის ბიბლიის წიგნებში. ბიბლიური კანონის შედგენისსირთულე ის არის, რომ ბიბლია არ გვაძლევს სიას, თუ რომელი წიგნი მიეკუთვნება ბიბლიას. კანონიკურობისგანსაზღვრას, პირველ რიგში, უძღვებოდნენ ებრაელი რაბინები, მეცნიერები და შემდგომში ადრეული ქრისტიანები. საბოლოო ჯამში, ეს იყო ღმერთი, რომელმაც გადაწყვიტა, რა წიგნები შესულიყო ბიბლიის კანონიკაში. წმინდა წერილი კანონიკური გახდა მაშინ, როდესაც ღმერთმა შთააგონა მისი დაწერა. უბრალოდ, ღმერთმა დაარწმუნა თავისი მიმდევრები, თუ რომელი წიგნი შესულიყო ბიბლიაში.

ახალ აღთქმასთან შედარებით, პატარა კამათი გაიმართაძველი აღთქმის კანონიკასთანდაკავშირებით. მორწმუნე ებრაელებმა აღიარეს ღვთის მაცნეები და მათი წერილები მიიღეს, როგორც ღვთივშთაგონებული. მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის კანონიკაზე გარკვეული დებატები იმართებოდა,ახ. წ. აღრიცხვით 250 წელს, თითქმის უნივერსალური შეთანხმდნენ ებრაული წერილის კანონიკაზე. ერთადერთი საკითხი, რომელზეცდღემდე მიმდინარეობს კამათი და დისკუსია, ეს არის აპოკრიფა. ებრაულ მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აპოკრიფა კარგი ისტორიული და რელიგიური დოკუმენტია, მაგრამ არ უთანაბრებენ ებრაულ წმიდა წერილებს.

ახალი აღთქმის აღიარებისა და შეკრების პროცესი დაიწყო ქრისტიანული ეკლესიის პირველ საუკუნეებში. ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნი ძალიან მალე აღიარეს. პავლემ ლუკას ნაწერები ძველი აღთქმის ავტორიტეტად მიიჩნია (1 ტიმოთეს 5:18; ასევე,2 რჯული 25:4 და ლუკას 10:7). პეტრემ აღიარა პავლეს ნაწერები,როგორც წმინდა წერილი (2 პეტრეს3:15-16). ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნს ეკლესიებში დაატარებდნენ(კოლოსელთა 4:16; 1 თესალონიკელთა 5:27). კლიმენტი რომაელმა, სულ ცოტა, რვა ახალი აღთქმის წიგნი მოიხსენია (ქრ.შობიდან 95 წ.); ეგნატე ანტიოქელმა დაადასტურა რვა წიგნი (ქრ.შობიდან 115 წ.). პოლიკარპემ, იოანე მოციქულის მოსწავლემ, დაადასტურა 15 წიგნი (ქრ.შობიდან 108 წ.). ირინეუსმა კი — 21 წიგნი (ქრ.შობიდან 185). იპოლიტემ 22 წიგნი დაადასტურა (ქრ.შობიდან 170-235წწ.). ახალი აღთქმის წიგნების აღიარებისას,ყველაზე დიდი უთანხმოება მოჰყვა ებრაელთა, იაკობის, 2 პეტრეს, 2 იოანესა და 3 იოანეს წერილებს.

პირველი „კანონიკა"იყო „მურატორიანული კანონიკა",რომელიც შედგა ქრ.შობიდან 170 წელს. მურატორიანული კანონი შეიცავდა მთლიან ახალ აღთქმას, გარდა ებრაელთა მიმართ, იაკობისა და მესამეიოანეს წერილებისა. ქრ. შობიდან 363 წელს ლაოდიკიის კრებამ განაცხადა, რომ მხოლოდ ძველი აღთქმა (აპოკრიფთან ერთად) და ახალი აღთქმის 27 წიგნი უნდა ეკითხათ ეკლესიებში. იპონისა (ქრ.შობიდან 393 წ.) და კართაგენის კრებამ (ქრ.შობიდან397 წ.) იგივე 27 წიგნი აღიარა ავტორიტეტულად.

კრებები მიჰყვებოდნენ შემდეგ პრინციპებს, რომლებითაც განსაზღვრავდნენ ახალი აღთქმისსულიწმინდის მიერ შთაგონებულობას: 1) ავტორი მოციქული იყო, თუ მასთან მჭიდროდ დაახლოებული ადამიანი? 2) ფართოდაღიარებსმას ქრისტეს სხეული?3) წიგნი შედგებოდათანმიმდევრულ დოქტრინისადა ორთოდოქსული სწავლებისგან? 4) წიგნი წარმოადგენდა მაღალ მორალურსა და სულიერ ფასეულობებს,რომლებიცსულიწმინდის შრომა-საქმიანობასასახავდა? კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გადამწყვეტად მნიშვნელოვანიაგვახსოვდეს, რომ ეკლესიას არ განუსაზღვრავს კანონიკა. არცერთ ადრეულ საეკლესიო კრებას არ ჩამოუყალიბებია კანონი. მხოლოდ ღმერთმა დაადგინა ბიბლიაში შესასვლელი წიგნების ჩამონათვალი. ეს იყო ღმერთის გადაწყვეტილება, თავისი მიმდევრები თანამონაწილე ყოფილიყვნენ ამ გადაწყვეტილებისა.ადამიანების მიერ წიგნების შერჩევის პროცესი შეცდომა იყო, მაგრამ ღმერთმა თავისი სუვერენიტეტით, მიუხედავად ჩვენი სიჯიუტისა და უმეცრებისა, ადრეული ეკლესია მაინც მიიყვანა იმ წიგნების აღიარებამდე, რომლებიცთავად შთააგონა.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როდის და როგორ შეადგინეს კანონიკური ბიბლია?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries