settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია აბორტზე?

პასუხი


ბიბლიაში არაა ლაპარაკი კონკრეტულად აბორტის შესახებ. თუმცა, წმინდა წერილში უამრავი სწავლებაა იმის შესახებ, რას ფიქრობს ღმერთი აბორტზე. იერემიას 1:5-ში დაწერილია, რომ უფალი იქამდე გვიცნობს, ვიდრე დედის საშოში მოგვათავსებს. ფსალმუნების 139:13-16 საუბრობს მუცელში ჩვენი წარმოშობის უფლის აქტიურ როლზე. გამოსვლის 21:22-25 აღნიშნავს, რომ მკვლელისა და ბავშვის მუცელში დამღუპველის სასჯელი სიკვდილია. ესე იგი უფალი ჩასახულს ნამდვილ ადამიანად მიიჩნევს. ქრისტიანობაში აბორტის გაკეთება ქალის გადასაწყვეტი არ არის. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რადგან უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად (დაბადების 1:26-27; 9:6).

პირველი ცნობილი არგუმენტი ასეთია: „რა ვქნათ თუ დაორსულება ინცესტმა ან გაუპატიურებამ გამოიწვია?" საშინელებაა, როდესაც ორსულდებიან ინცესტის ან გაუპატიურების შედეგად, მაგრამ ბავშვის მოკვლა გამოსავალია? ორი უარყოფითი არ იძლევა დადებითს. გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დაბადებული ბავშვი, შესაძლოა გააშვილოთ მოსიყვარულე ოჯახში, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი შვილის ყოლა. ზოგ შემთხვევაში კი, დედას თავად შეუძლია გაზარდოს შვილი. ბავშვი სრულიად უდანაშაულოა; შეუძლებელია მან აგოს პასუხი სხვის ბოროტ საქციელზე.

მეორე ყველაზე ხშირად მოყვანილი არგუმენტი: „რა ვქნათ თუ დედის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე?" გულახდილად, ეს ყველაზე რთულად საპასუხო კითხვაა აბორტთან მიმართებაში. პირველ რიგში, მოდით გავიხსენოთ, რომ, დღეს, ეს არგუმენტი აბორტის გაკეთების ერთი პროცენტის ერთი მეათედია. უფრო მეტიც, დღეს, ქალები ასე ხშირად იმიტომ იკეთებენ აბორტს, რომ უფრო მოსახერხებელია და არის საშიში თავიანთი სიცოცხლისთვის. მეორე, გვახსოვდეს უფლის სასწაულმოქმედებისა. მას შეუძლია გადაარჩინოს დედაც და ბავშვიც, მიუხედავად სამედიცინო სირთულეებისა. საბოლოოდ, ეს საკითხი წყდება ცოლ-ქმარსა და უფალს შორის. ასეთი სირთულის მქონეებმა უფალს უნდა მიმართონ პასუხის მისაღებად. (იაკობის 1:5).

დღეს 95%-ზე მეტი აბორტი კეთდება მაშინ, როცა ქალს არ უნდა ბავშვი. 5%-ზე ნაკლები, თუ ბავშვი ინცესტის ან გაუპატიურების შედეგად მოხდა ან თუ დედის სიცოცხლე საფრთხეშია. ამ სირთულეებით სავსე 5 პროცენტისთვისაც კი არ უნდა იყოს პირველი არჩევანი აბორტი. ადამიანის სიცოცხლე საშვილოსნოშიც კი ყველაფერზე მაღლა დგას და მისი გადარჩენა ღირს ყველანაირ ძალისხმევად.

მათ, ვინც აბორტი უკვე გაიკეთეთ, გახსოვდეთ, რომ ესეც ისეთივე ცოდვაა, როგორც სხვა დანარჩენი. იესო ქრისტეში რწმენით, ყველა ცოდვა მიგეტევებათ (იოანეს 3.16; რომაელთა 8:1; კოლოსელთა 1:14). ქალი, რომელმაც აბორტი გაიკეთა, კაცი, რომელმაც ის წააქეზა ან ექიმი, რომელმაც შეასრულა ეს საქმე – ყველა შეწყალებული იქნება ქრისტეს რწმენით (მონანიების შემთხვევაში).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია აბორტზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries