settings icon
share icon
შეკითხვა

როგორ უნდა გავიგო, რა არის ჩემი სულიერი ნიჭი?

პასუხი


არ არსებობს მაგიური ფორმულა ან განსაზღვრული ტესტი, რომელსაც შეუძლია გვითხრას ზუსტად, რა არის ჩვენი სულიერი ნიჭი. სულიწმიდა თავისი ნებისამებრ ანაწილებს ნიჭებს(1 კორინთელთა 12:7-11). ქრისტიანებშიგავრცელებულიცდუნებაა ემსახურონ ღმერთს პატარა არეალში, იმ ნიჭით მხოლოდ, რითაც ისინი დაჯილდოვდნენ.სულიერი ნიჭები სხვანაირად მოქმედებს.უფალი მოგვიწოდებს ყველაფერში ვემსახუროთ მას. ის მოგვამარაგებს ყველანაირი ნიჭითა თუ ნიჭებით, რათა აღვასრულოთ ჩვენი მოწოდება.

ჩვენი სულიერი ნიჭის აღმოჩენა სხვადასხვა გზებით შეიძლება. სულიერი ნიჭებისგამოცდა ან გამოყენება,მათზე ნაწილობრივ დაყრდნობით, დაგვეხმარება გავიგოთ, თუ სად ვიპოვოთ ჩვენი ნიჭი. დასტური სხვა ადამიანებისგან, მეტად გვეხმარება ვიპოვოთ გზა სულიერ ნიჭამდე. სხვები, გვხედავენ რა ღვთის სამსახურში, ხშირად,ამოიცნობენ ჩვენს სულიერ ნიჭს, რომელსაც შეგვიძლია დავთანხმდეთ ან უარვყოთ.ლოცვა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი,რომელმაც ზუსტად იცის რა სულიერი ნიჭით ვართ დაჯილდოებულნი – ეს არის თვით ნიჭისმბოძებელი სულიწმიდა. შეგვიძლია ღმერთს ვთხოვოთგვაჩვენოს, რითი ვართ დაჯილდოებული, რათა უკეთ გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი მისი დიდებისთვის.

დიახ, უფალი ზოგს მოუწოდებს მასწავლებლობისკენ, აჯილდოებს მათ სწავლების ნიჭით; ზოგს – მსახურებისკენ დააჯილდოებსმათ დახმარების ნიჭით. თუმცა, კონკრეტული სულიერი ნიჭის გაცნობიერება არ გვაიძულებს, რომ ღმერთს მხოლოდ ჩვენი ნიჭის სფეროში ვემსახუროთ. სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ რა სულიერი ნიჭი გადმოგვცა უფალმა? რა თქმა უნდა!ცუდია, ისე ვიყოთ კონცენტრირებულები ჩვენს სულიერ ნიჭზე, რომ გამოგვრჩეს სხვა შესაძლებლობები უფლის მსახურებისთვის? დიახ! თუ თავს ვუძღვნით უფალს, ის მოგვამარაგებს ყველა სულიერი ნიჭით, რაც გვჭირდება.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორ უნდა გავიგო, რა არის ჩემი სულიერი ნიჭი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries