როგორ უნდა ავივსო სულიწმიდით?


შეკითხვა: როგორ უნდა ავივსო სულიწმიდით?

პასუხი:
სულიწმიდით ავსების გასაგებად,მნიშვნელოვანი მუხლია იოანეს 14:16, სადაც იესო დაპირებას იძლევა, რომ ის სულიდამკვიდრდება მორწმუნეებში სამუდამოდ. მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ სულის დამკვიდრება და სულით ავსება. მუდმივი დამკვიდრება სულიწმიდისა არა მხოლოდ რჩეულთათვისაა, არამედ ყველა მორწმუნისთვის. არსებობს მთელი რიგი ცნობები წერილისა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ დასკვნას. პირველ რიგში, სულიწმიდა არის საჩუქარი, რომელიც გამონაკლისის გარეშე მიეცემაყველას, ვისაც იესო სწამს, და ვერანაირი სხვა ვითარება ვერ ჩაანაცვლებს მის მიღებას, იესოს რწმენის გარდა (იოანეს 7:37-39). მეორე, სულიწმიდა ენიჭება ხსნის მომენტში (ეფესელთა 1:13). გალატელთა 3:2 განავრცობს იგივე ჭეშმარიტებას, როდესაც გვასწავლის, რომ სულის მიღება და დამკვიდრება ერთდროულად მოხდა, რწმენის მიღების დროს. მესამე, სულიწმიდა სამუდამოდ მკვიდრდება მორწმუნეებში. სულიწმიდა მორწმუნეებს ენიჭებათ, როგორც წინასწარ გაცემული რამ/საწყის ეტაპზე, ან მტკიცებულებად იმისა, რომ მომავალში ქრისტეს განადიდებენ (2 კორინთელთა 1:22; ეფესელთა 4:30).

ეს სულიწმიდით ავსება განსხვავებულია ეფესელთა 5:18-ში მოხსენიებულისგან. ჩვენ სრულად უნდა მივეცეთ სულიწმიდას, რომ მთლიანად დაგვეუფლოს, ანუ აგვავსოს. რომაელთა 8:9 და ეფესელთა 1:13-14-ში წერია, რომ სულიწმიდა მკვიდრდება ყველა მორწმუნეში, მაგრამ ის შეიძლება დანაღვლიანდეს (ეფესელთა 4:30) და, შეიძლება,მისი მოქმედი ძალა ჩაქრეს ჩვენში (1 თესალონიკელთა 5:19).დავუშვებთ რა ამას,ვეღარ ვგრძნობთ სულიწმიდის სრულ ძალას ჩვენში. სულით ავსება ნიშნავს, რომ მივცეთ მას თავისუფლება დაიკავოს ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილი, გააკონტროლოს და წარგვიძღვეს. შემდეგ, მთელს თავის ძალებს მომართავს ჩვენკენ, რათა ნაყოფიერები ვიყოთ ღვთის წინაშე. სულით აღვსება არ ვრცელდება მხოლოდ გარე მოქმედებებზე, იგი, ასევე, ეხება ჩვენი ქმედებების შინაგან აზრებსა და მოტივებს. ფსალმუნების 18:14-ში წერია:„დაე, იყოსშენთვისსასურველისიტყვანიჩემიპირისადაზრახვანიჩემიგულისა, უფალო, ბურჯოდამხსნელოჩემო."

ცოდვა ხელს უშლის სულიწმიდით ავსებას, და ღვთისადმი მორჩილებაშისულიწმიდის შენარჩუნება გვეხმარება. ეფესელთა 5:18 გვარწმუნებს, რომ სულით ვივსებით, თუმცა, მხოლოდ ლოცვაში სულიწმიდით ავსების თხოვნით როდი ვივსებით. მხოლოდ ღვთის მცნებებისადმი მორჩილებითვაძლევთ მას საშუალებას თავისუფლად იმოქმედოს ჩვენში. რაკი ცოდვა გარს გვარტყავს, შეუძლებელია მუდმივად ვიყოთ სულით აღვსილნი. ცოდვისას, დაუყოვნებლივ უნდა მოვინანიოთ ღვთის წინაშე და ხელახლა მივუძღვნათ თავი, რომ კვლავ ვიყოთ სულით სავსენი და სულით მართულნი.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორ უნდა ავივსო სულიწმიდით?