settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს, იესო – ძე ღვთისა?

პასუხი


იესო არ არის ღმერთის ძეადამიანური, მამაშვილური გაგებით. ღმერთი არ შეუღლებულა მარიამთან, და მასთან ერთად არ ეყოლა ძე. იესო ღმერთის ძეა იმ გაგებით, რომ ის არის ღმერთი, ადამიანის სახით მოვლენილი (იოანეს 1:1, 14). იესო ღმერთის ძეა იმდენად, რამდენადაც ის ჩაისახა მარიამში სულიწმინდის მეშვეობით. ლუკას 1:35-ში წერია:„სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს შენ. ამიტომ ბავშვს, რომელიც დაიბადება, წმიდა და ღმერთის ძე დაერქმევა."

ცდიდნენ რა იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იესოს, მღვდელმთავარმაჰკითხა მას: ,,ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?" (მათეს 26:63). და იესომ მიუგო მას: ,,შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს" (მათეს 26:64). იუდეველი წინამძღოლები იესოს ღვთისგმობაში ადანაშაულებდნენ (ათეს 26:65-66). მოგვიანებით, პილატე პონტოელის წინაშე მოითხოვდნენ: ,,ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, ღმერთის ძედ დასახა თავი" (იოანეს 19:7). რატომ ჩაუთვალეს მას ეს სიტყვები ღვთისგმობად? და რატომ დაიმსახურა სიკვდილი? იუდეველმა ლიდერებმა ზუსტად გაიგეს მნიშვნელობა იესოს სიტყვებისა:„ძე ღვთისა". ღვთისძეობაგულისხმობს იგივე ბუნების ქონას, რაცღმერთს აქვს. ძე ღვთისა ნიშნავს იგივე „ღმერთს". იმის მტკიცება, რომ ღვთის ბუნება გაქვს — საკუთარი თავის ღმერთად გამოცხადება — იუდეველთა ლიდერთათვის ნიშნავს ღვთისგმობას. ამის გამო მოითხოვეს იესოს სიკვდილი, ლევიანნი 24:15-სა და ებრრაელთა 1:3-ის შესაბამისად, სადაც ნათლად ჩანს, რომ „იგია მისი დიდების გამოსხივება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უჭირავს თავისი ძალმოსილი სიტყვით."

კიდევ ერთი მაგალითი შეგვიძლია ვიპოვოთ იოანეს 17:12-ში, სადაც იუდა მოხსენიებულია „დაღუპვის ძედ". იოანეს 6:71-ში წერია,რომ იუდა იყო სიმონის ძე. რას ნიშნავს იოანეს 17:12-შიაღწერილი „დაღუპვის ძე"? სიტყვა დაღუპვა ნიშნავს „განადგურებას, ნგრევას, უსარგებლობას". იუდა, სიტყვასიტყვით, არ ყოფილა „ნგრევის, განადგურების და უსარგებლობის" ძე, მაგრამ ეს სიტყვები იყო იუდას ცხოვრების იგივეობა. იუდა იყო დაღუპვის გამოვლენა (გამოცხადება). ანალოგიურად, იესო არის ძე ღვთისა. ღვთის ძე – ღმერთია. იესო არის ღმერთის გამოცხადება (იოანეს 1:1, 14)

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს, იესო – ძე ღვთისა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries