settings icon
share icon
შეკითხვა

რა არის უფლის სერობის, ზიარების მნიშვნელობა?

პასუხი


უფლის სერობის შესწავლა ამაღელვებელი მოვლენაამისი მნიშვნელობის გამო. ქრისტემ სწორედ პასექის უძველესი დღესასწაულის დღეს, სიკვდილის წინ,დააწესა ახალი უმნიშვნელოვანესიერთობლივი ტრაპეზი,რომელსაცდღემდე ვდღესასწაულობთ. ის ქრისტიანული თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილია. ის გვახსენებს ჩვენი უფლის სიკვდილსა და აღდგომას, და მომავალში მისდიდებულდაბრუნებას.

პასექი ებრაული რელიგიური წელიწადის ყველაზე წმინდა დღესასწაული იყო. ამ დროს აღინიშნებოდა ეგვიპტეში გადატანილი ბოლო ჭირი,როცა ეგვიპტელი ახალშობილები დაიხოცნენ,ხოლოისრაელიანებიგადარჩნენ, რადგან მათ კარზე კრავისსისხლი იყო წასმული. ამის შემდეგ კრავსმიირთმევდნენ უსაფუვრო პურთან ერთად. უფალმა ბრძანათაობებში აღენიშნათ ეს დღე. ამ ისტორიასგამოსვლისმე-12 თავში წაიკითხავთ.

საიდუმლო სერობის დროს, პასექის დღეს, იესომ აიღო პური და ღმერთს მადლობა შესწირა. პური გატეხა, დაურიგა თავის მოციქულებს და თქვა: „ესჩემისხეულია, რომელიცთქვენთვისმიეცემა. ესგააკეთეთჩემსმოსაგონებლად. ასევეაიღოსასმისისერობისშემდეგდათქვა: „ესსასმისიარისახალიაღთქმაჩემსსისხლში, თქვენთვისრომიღვრება" (ლუკას 22:19-20). მათ გალობით დაასრულეს ნადიმი(მათეს 26:30)დაგასწიესზეთისხილისმთისაკენ. სწორედ იქ,წინასწარმეტყველების თანახმად, უღალატა იესოს იუდამ.მომდევნო დღეს იესო ჯვარს აცვეს.

უფლის სერობას ვკითხულობთშემდეგ სახარებებში:მათეს 26:26-29; მარკოზის 14:17-25; ლუკას 22:7-22; და იოანეს 13:21-30. უფლის სერობაზე პავლე მოციქულიც წერს 1 კორინთელთა 11:23-29-ში. პავლესთანისეთი განცხადებებს ვკითხულობთ,რომლებიც არ არის მოხსენიებული სახარებაში: „ამიტომ, ვინცშეჭამსამპურსანდალევსუფლისსასმისსუღირსად, დამნაშავეიქნებაუფლისსხეულისადასისხლისწინაშე. ადამიანმაჯერთავიგამოსცადოსდაასეჭამოსამპურიდანდაშესვასამსასმისიდან. ვინაიდან, ვინცუღირსადჭამსდასვამს, თავისითავისდაგმობასჭამსდასვამს, ვერარჩევსრაუფლისსხეულს" (1 კორინთელთა 11:27-29). შეიძლება დაგვებადოს კითხვა: გამოვიყენოთ პური და სასმისი „უღირსად"? ეს შეიძლება გულისხმობდეს გულგრილობას პურისა და სასმისის ჭეშმარიტი მნიშვნელობისა და იმ ფასის მიმართ, რაც მაცხოვარმა ჩვენი ხსნისთვის გადაიხადა. შეიძლება ეს იმასაც ნიშნავდეს, რომ სერობა გახდესუსიცოცხლოან ფორმალური რიტუალი თუკი უფლის სერობაზე ცოდვების მონანიების გარეშე მივალთ. პავლეს მითითებით, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთსაკუთარითავი, ვიდრე მივირთმევთ პურსა და სასმისს.

კიდევ ერთი დადგენილება, რომელსაც სახარებებში არ გვხვდება: „რადგან, ყოველთვის, როცაამპურსჭამთდაამსასმისსსვამთ, აუწყეთუფლისსიკვდილი, ვიდრემოვიდოდეს" (1 კორინთელთა11:26). ის განსაზღვრავს სერობის ვადას — უფლის დაბრუნებამდე. ამ მოკლე მონათხრობიდან ვსწავლობთ, თუ როგორ გამოიყენა იესომ ორი ყველაზე მყიფე ელემენტითავისისხეულისა და სისხლის სიმბოლოდ და აქცია ისინი საკუთარი სიკვდილის ძეგლად. ძეგლი არა მოჩუქურთმებული მარმარილოსა ან ჩამოსხმული სპილენძისა, არამედ პურისა და ღვინისა.

ის გვაუწყებს, რომ პური უფლის სხეულია, რომელიც შეიძლება გატყდეს. მისი ძვლები არ დაუმტვრევიათ, მაგრამ სხეული იმდენად აწამეს,რომ მისი ამოცნობა ძნელიიყო (ფსალმუნები 22:12-17; ესაია 53:4-7). ღვინო აღნიშნავს მის სისხლს და გვაუწყებს საზარელი სიკვდილის მოახლოებას. ის,სრულყოფილი ღვთის ძე,აღსრულებად იქცა ძველი აღთქმის მრავალი წინასწარმეტყველებისა, რომლებიც მაცხოვარს ეხება (დაბადება3:15; ფსალმუნები 22; ესაია 53). როდესაც მან თქვა:„ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად", მიანიშნა, რომ ეს იყო წესი, რომელიც მომავალში უნდა გაგრძელებულიყო. ისიც გვითხრა, რომ კრავის შეწირვა, რომელიც პასექს სჭირდებოდა, როგორც სამყაროს ცოდვების გამოსყიდვის საშუალება, უფლის სერობაზე აღსრულდა. ახალმა აღთქმამ შეცვალა ძველი, როდესაც ქრისტე, პასექის კრავი(1 კორინთელთა5:7), მსხვერპლად შეეწირა(ებრაელთა8:8-13).მსხვერპლშეწირვის სისტემა აღარ იყო საჭირო (ებრაელთა9:25-28). უფლის სერობა,ზიარება სახსოვარია უფლის ღვაწლისა, და შეხსენება ამ მსხვერპლის ნაყოფისა.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა არის უფლის სერობის, ზიარების მნიშვნელობა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries