settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს საუფლო ლოცვა, „მამაო ჩვენო", რომელიც უნდა ვილოცოთ?

პასუხი


„მამაო ჩვენო" არის ლოცვა, რომელსაც უფალი იესო ასწავლის თავის მოწაფეებს (მათეს 6:9-13; ლუკას 11:2-4). მათეს 6:9-13: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. " ბევრს ჰგონია, რომ ეს ლოცვა სიტყვა-სიტყვით უნდა წარმოვთქვათ. ზოგიერთი საუფლო ლოცვას ჯადოსნურ ფორმულად სახავს, თითქოს ამ სიტყვებს გავლენა ან გამორჩეული ძალა ჰქონდეს უფლის წინაშე.

ბიბლია სხვა რამეს გვასწავლის. ლოცვისას, უფალს ჩვენს სიტყვებზე მეტად, ჩვენი გული აინტერესებს. „შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ილოცე შენი მამისადმი, რომელიც დაფარულია. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. ხოლო ლოცვის დროს ზედმეტს ნუ იტყვით წარმართებივით, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან." (მათეს 6:6-7), ლოცვისას გულებს ვუხსნით უფალს (ფილიპელთა 4:6-7), არათუ ვიმეორებთ დაზეპირებულ სიტყვებს.

„მამაო ჩვენო" ლოცვის ნიმუშად უნდა გავიხადოთ. ის გვაძლევს მითითებებს ლოცვისთვის. აი, როგორ იხსნება ისინი: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა" გვასწავლის, თუ ვის უნდა მივმართოთ ლოცვისას, ანუ მამას. „წმინდა იყოს სახელი შენი" , არის მითითება, რომ უფალს უნდა მივაგოთ პატივი და მას ვცეთ თაყვანი. შემდეგი სიტყვები, „მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა", გვახსენებს, რომ უნდა ვილოცოთ უფლის, და არა ჩვენი, ნების აღსრულებისთვის ქვეყნიერებაზე და ჩვენს ცხოვრებაში. „პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს", ეს ფრაზა გვამხნევებს, რომ ღმერთს წარვუდგინოთ ჩვენი სათხოვარი. „და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა" — უნდა ვაღიაროთ და მივატოვოთ ცოდვები უფლის წინაშე, და სხვებსაც მივუტევოთ, როგორც ღმერთმა მოგვიტევა ჩვენ. საუფლო ლოცვის დასკვნა: „და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან" , არის ვედრება ცოდვებზე გამარჯვებისა და თხოვნა ცოდვისგან დაცვისა.

ასე რომ, „მამაო ჩვენო" არ უნდა დავიზეპიროთ. ის სანიმუშო ლოცვაა. არ შეიძლება საუფლო ლოცვის დაზეპირება? რა თქმა უნდა შეიძლება! რამე დაშავდება „მამაო ჩვენოს" ლოცვით? არაფერი დაშავდება, თუ შენი გულიდან მოდის სიტყვები. ღმერთს, ჩვენს სიტყვებზე მეტად, აინტერესებს რამდენად გულწრფელნი ვართ მასთან ურთიერთობისას. ფილიპელთა 4:6-7-ში ვკითხულობთ, „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, და იფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში".

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს საუფლო ლოცვა, „მამაო ჩვენო", რომელიც უნდა ვილოცოთ?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries