settings icon
share icon
შეკითხვა

იესო ქრისტეს აღდგომა სიმართლეა?

პასუხი


წმინდა წერილიწარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებებს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დასამტკიცებლად. ქრისტეს აღდგომა აღწერილია შემდეგ მუხლეში: მათეს 28:1-20; მარკოზის 16:1-20; ლუკას 14:1-53;იოანეს20:1-21:25. ქრისტეს აღდგომა ჩანს მოციქულთა საქმეებშიც (საქ. 1:1-11). ამ მონაკვეთებიდან შეგიძლიათ ქრისტეს აღდგომის რამდენიმე „მტკიცებულება" მოიპოვოთ. პირველი მტკიცებულება მოწაფეთა დრამატული გარდასახვაა. უწინ მშიშრები, დაფარულში მყოფები,გადაიქცნენ ძლიერ და მამაც მოწმეებად და სახარების მქადაგებლებად მთელ მსოფლიოში. როგორ ავხსნათ მოწაფეთა ასეთი დრამატული გარდასახვა, თუ არა იმით, რომ მათ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილეს.

მეორე– პავლე მოციქულის ცხოვრება. რამ გარდაქმნა ეკლესიის მდევნელი ეკლესიის მოციქულად? ეს მოხდა მაშინ, როცამას მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე გამოეცხადა დამასკოს გზაზე (საქმეები 9:1-6).

მესამე სარწმუნო მტკიცებულება– ცარიელი სამარხი. თუ ქრისტე არ აღმდგარა, მაშინ სად წავიდა მისი სხეული? მოწაფეებმა და სხვებმა ნახეს ცარიელი სამარხი. მეორე დილით დაბრუნებულებსსხეული იქ აღარ დახვდათ. ანგელოზებმა განაცხადეს, რომ ის დაპირებისამებრ მკვდრეთით აღსდგა (მათეს 28:5-7).

მეოთხედამატებითი მტკიცებულება მისი აღდგომისა – ეს არიანადამიანები, რომელთაც ის გამოეცხადა (მათეს 28:5, 9, 16-17; მარკოზის 16:9; ლუკას 24:13-35; იოანეს 20:19, 24, 26-29; 21:1-4; საქმეები 1:6-8; 1 კორინთელთა 15:5-7).

იესოს აღდგომას განამტკიცებსის დიდი მნიშვნელობითიდატვირთვა,რაც მოწაფეებმა იესოს აღდგომას მისცეს. საკვანძო ნაწყვეტი იესოს აღდგომიდან– 1 კორინთელთა 15. ამ თავში პავლე მოციქული ხსნის, თუ რატომ არის გადამწყვეტი ქრისტეს აღდგომის გააზრება და რწმენა. 1) თუ ქრისტე არ აღდგებოდა მკვდრეთით, არც მორწმუნენი იარსებებდნენ (1 კორინთელთა 15:12-15). 2) თუ ქრისტე არ აღდგებოდა მკვდრეთით, მისი მსხვერპლი ცოდვებისთვის ამაო იქნებოდა (1 კორინთელთა 15:16-19). იესოს აღდგომით დამტკიცდა ის, რომ ღმერთმა აღიარა მისი სიკვდილი, ჩვენი ცოდვების მისატევებლად. მხოლოდ სიკვდილი, აღდგომის გარეშე, ამაო მსხვერპლი იქნებოდა. შედეგად, მორწმუნეებსაც აღარ მიეტევებოდათ მათი ცოდვები და სიკვდილის შემდეგ აღარც აღდგებოდნენ (1 კორინთელთა 15:16-19). აღარ იარსებებდა საუკუნო სიცოცხლე (იოან. 3:16). „მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, განსვენებულთაგან პირველი." (1 კორინთელთა 15:20) .

დაბოლოს, წერილში ნათლად ჩანს, რომ ყველა, ვისაც სჯერა იესო ქრისტეს აღდგომისა, აღდგებასაუკუნო სიცოცხლისთვის, ისევე, როგორც იესო (1 კორ. 15:10-23). 1 კორ.მე-15 თავი აღწერს ქრისტეს აღდგომით ცოდვაზე მოპოვებულ გამარჯვებას და ძალას, რომლითაც ვძლევთ ცოდვას(1 კორინთელთა 15:24-34). ის აღწერს აღდგომილი სხეულის დიდებულ ბუნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ (1 კორინთელთა 15:35-49). ის აცხადებს, რომ ქრისტეს აღდგომის შედეგად, ყველა, ვისაც სჯერა მისი, მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას სიკვდილზე (1 კორინთელთა 15:50-58).

რა დიდებული ჭეშმარიტებაა ქრისტეს აღდგომა! „ამიტომ, ჩემოსაყვარელოძმანო, იყავითმტკიცენიდაშეურყეველნი, მუდამიუხვეთუფლისსაქმეში, რადგანიცით, რომფუჭიარაათქვენიშრომაუფლისწინაშე" (1 კორინთელთა 15:58). ბიბლიის მიხედვით, იესოს აღდგომა უდავო ჭეშმარიტებაა. ბიბლია აღწერს ქრისტეს აღდგომას, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ მოვლენას შეესწრო 400-მდე ადამიანი, და გრძელდება უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული მოძღვრების შენებაიესოს აღდგომის ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

იესო ქრისტეს აღდგომა სიმართლეა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries