settings icon
share icon
შეკითხვა

იესო პარასკევს აცვეს ჯვარს? თუ ასეა, როგორ აღსდგა კვირას, თუ სამი დღე გაატარა სამარხში?

პასუხი


ბიბლია პირდაპირ არ ადგენს ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ოთხშაბათი და პარასკევი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვერსიაა. თუმცა,ზოგიერთი,სამშაბათისა და პარასკევის მომხრეარგუმენტთა სინთეზით, ხუთშაბათს განიხილავს ჯვარცმის დღედ.

მათეს სახარების 12:40-ში იესომ თქვა „რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში." ისინი, რომლებიცჯვარცმის დღედ პარასკევს ემხრობიან, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ლოგიკური გზა, რითაც შესაძლოა დამტკიცდეს იესოს სამდღიანიყოფნა სამარხში.პირველ საუკუნეში, ებრაელთა თვალთახედვით, ნახევარი დღე ითვლებოდა სრულ დღედ. რაკი იესო პარასკევს ნახევარი დღე იყო სამარხში, მთელი შაბათი და ნახევარი დღე კვირისა, შესაძლოა ჩაითვალოსსამ დღედ. პარასკევი დღის მხარდასაჭერად იშველიებენ მარკოზის 15:42-ს, სადაც წერია, რომ იესო ჯვარს აცვეს „როცამოსაღამოვდა, რაკიიყოპარასკევი, ანუშაბათისწინადღე." თუ ეს იყო კვირისწმინდა დღე, ე.ი. შაბათი, მაშინ ამ ფაქტს მივყავართ პარასკევამდე, როგორც ჯვარცმის დღემდე. პარასკევის ვერსიისთვისსხვა არგუმენტებია ისეთიმუხლები, როგორებიცაა მათეს 16:21 და ლუკას 9:22, რომლებიც გვასწავლის, რომ იესო მესამე დღეს უნდა აღმდგარიყო. ამასთანავე, არ იყო საჭირო სრული სამი დღე და ღამე. მაგრამ, რაკი ზოგიერთ, და არა ყველა, თარგმანშიგამოყენებულია სიტყვები: „მესამე დღეს", ყველა არ ეთანხმება, რომ ამ მუხლებისსაუკეთესო თარგმანია: „მესამე დღეს". თანაც, მარკოზის 8:31-ში წერია, რომ იესო სამი დღის „შემდეგ" აღსდგება.

ხუთშაბათის ვერსიის არგუმენტი აფართოებს პარასკევის შეხედულებებს და, ძირითადად, ამტკიცებს, რომ ბევრი მოვლენა (ზოგი ოცამდე ითვლის) განვითარდა ქრისტეს დაკრძალვასა და კვირა დღეს შორის, რაც ხდება პარასკევ საღამოდან კვირა დილამდე. ხუთშაბათის თვალსაზრისის დამცველთათვისგანსაკუთრებული პრობლემაა ის, რომ პარასკევსა და კვირას შორის სრული დღე მხოლოდ შაბათია, ებრაული შაბათი. ხუთშაბათის დამცველებს შეუძლიათ ასე იფიქრონ: დავუშვათ, თქვენი მეგობარი არ გინახავთ ორშაბათსაღამოს შემდეგ. შემდეგ შეხვედრაზე დილის ხუთშაბათია და ეტყვით მას: „სამი დღეა არ მინახავხარო", იმის მიუხედავად, რომ, ტექნიკურად, მხოლოდ 60 საათი იქნება გასული (2,5 დღე), რაც თქვენ ერთმანეთი არ გინახავთ. თუ იესო ხუთშაბათს აცვეს ჯვარს, ამ მაგალითის დახმარებით, შეიძლება განიხილოს სამი დღე.

ოთხშაბათის ვერსიით, კვირაში იყო ორი წმინდა შაბათი. პირველის შემდეგ (რომელიც მოხდა ჯვარცმის საღამოს [მარკ. 15:42; ლუკ. 23:52-54]),მენელსაცხებლე ქალებმა შეიძინეს ნელსაცხებელი. გასათვალისწინებელია, რომ მათ ნელსაცხებელი შეიძინეს წმინდა შაბათის შემდეგ (მარკ. 16:1). თუ ჯვარცმის დღედოთხშაბათს ჩავთვლით, ეს წმინდა შაბათი იყო„პასექი"(იხ. ლევ. 16:29-31; 23:24-32; 39, სადაც ამაღლებული წმინდა დღეები, რომლებიც სულაც არ წარმოადგენენკვირიაკის მეშვიდე დღეს, მოიხსენიებაშაბათებად). იმ კვირაში მეორე შაბათი იყო კვირიაკის ჩვეულებრივი შაბათი. აღსანიშნავია ლუკ. 23:56-ისჩვენება, როცა ქალები, რომლებმაც შეიძინეს ნელსაცხებელი პირველი შაბათის შემდეგ, დაბრუნდნენ, მოამზადესსუნნელებანიდა„ისვენებდნენშაბათს"რჯულის წესით. არგუმენტების გათვალისწინებით, წმინდა შაბათის შემდეგ,არა მხოლოდ ვერ შეიძენდნენ ნელსაცხებელს, არამედ ვერც კი მოამზადებდნენ წმინდა შაბათამდე, თუკი ორი შაბათი არ იქნებოდა. ორიშაბათის თვალსაზრისით, თუ ქრისტე ხუთშაბათს აცვეს ჯვარს, მაშინ ამაღლებული წმინდა შაბათი (პასექი) დაიწყებოდა ხუთშაბათს, მზის ჩასვლისას, და დასრულდებოდა, პარასკევს, მზის ჩასვლისას –კვირიაკისშაბათის დასაწყისში ან შაბათს. ნელსაცხებლის შეძენა პირველ წმინდა შაბათს (პასექის) შემდეგ გულისხმობდა, მათ შაბათს შეიძინეს და წმინდა შაბათის წესები დაარღვიეს.

ამასთანავე, ოთხშაბათს ჯვარცმის თვალსაზრისით, ერთადერთი ახსნა, რომელიც არ არღვევს ბიბლიის ანგარიშსმენელსაცხებლექალებთან მიმართებაში და, ამავდროულად, აქვს სიტყვასიტყვითიკავშირი მათეს 12:40-თან, არის ის, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს ოთხშაბათს. წმინდა შაბათი, რომელიც იყოამაღლებული დღე (პასექი),მოდის ხუთშაბათს, ქალებმა (ამის შემდეგ) შეიძინეს ნელსაცხებელი, პარასკევს, დაბრუნდნენ და მოამზადეს სანელებლები იმავე დღეს, მოისვენეს შაბათს, რომელიც იყო კვირიაკის წმინდა შაბათი, შემდეგ კვირა დილას ადრიანად წაიღეს ნელსაცხებელისამარხში. იესო მზის ჩასვლისას დაკრძალეს ოთხშაბათს, რაც ებრაელთა კალენდრით არის ხუთშაბათის დასაწყისი. ებრაული კალენდრის მიხედვით, ჩვენ გვაქვს ხუთშაბათი ღამე (პირველი ღამე), ხუთშაბათი დილა (პირველი დილა), პარასკევი ღამე (მეორე ღამე), პარასკევი დილა (მეორე დილა), შაბათი ღამე (მესამე ღამე), შაბათი დილა (მესამე დილა). ზუსტად არ ვიცით რა დროს აღსდგა, მაგრამ ვიცით, რომ ეს იყო კვირას მზის ამოსვლამდე. ის,ასევე, შესაძლოა, აღმდგარიყო შაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ებრაული კალენდრით, კვირის პირველი დღე ითვლება. ცარიელი აკლდამა აღმოაჩინეს მზის ამოსვლისას (მარკოზის 16:2), ვიდრე სრულად გათენდებოდა (იოანეს 20:1).

ოთხშაბათის მოსაზრებასთან შესაძლო პრობლემა ისაა, მოწაფეები, რომლებიც იესოსთან ერთად ემაუსისკენ მიმავალ გზაზე მიდიოდნენ,ხდება აღდგომის„იმავე დღეს" (ლუკ. 24:13). მოწაფეებმა, რომლებმაც ის ვერ იცნეს, მოუყვეს იესოს ჯვარცმის შესახებ (ლუკ. 24:21) და უთხრეს, რომ „უკვემესამედღეა, რაცესმოხდა" (ლკ. 24:21). ოთხშაბათიდან კვირამდე კი ოთხი დღეა. შეიძლება ახსნას ასე, რომ მათ ათვლა დაიწყეს ოთხშაბათს ღამიდან, როდესაც იესო დაკრძალეს, რომლითაც იწყება ებრაული ხუთშაბათი. ასეთ შემთხვევაში, ხუთშაბათიდან კვირამდე სამი დღეა.

საზოგადოდ, არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რომელ დღეს აცვეს ჯვარს ქრისტე. თუკი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა, უფლის სიტყვით ნათლად გავიგებდით ზუსტ დღესა და ვადას. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის მოკვდა და ფიზიკურად, სხეულით, მკვდრეთით აღსდგა. ამასთან, თანაბრად მნიშვნელოვანია მისი სიკვდილის მიზეზი –მან საკუთარ თავზე აიღო სასჯელიყველა ცოდვილისა.იოანეს 3:16,36, ორივე მუხლი აცხადებს, რომ მასზე დაიმედება ნიშნავს მარადიულ სიცოცხლეს! ეს არის სიმართლე, იმის მიუხედავად,იესო ჯვარს აცვეს ოთხშაბათს, ხუთშაბათს თუ პარასკევს.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

იესო პარასკევს აცვეს ჯვარს? თუ ასეა, როგორ აღსდგა კვირას, თუ სამი დღე გაატარა სამარხში?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries