settings icon
share icon
შეკითხვა

ვინ არის სულიწმიდა?

პასუხი


ბევრი მცდარი შეხედულება არსებობს სულიწმიდის პიროვნების შესახებ. ზოგი განიხილავს სულიწმიდას, როგორც მისტიურ ძალას. სხვებს სულიწმიდა ესმით, როგორც ობიექტური ძალა, რომელსაც ღმერთი ქრისტეს მიმდევრებისათვის ხდის ხელმისაწვდომს. რას ამბობს ბიბლია სულიწმიდას პიროვნების შესახებ? მარტივად, ბიბლია აცხადებს, რომ სულიწმიდა ღმერთია. ბიბლია ასევე გვეუბნება, რომ სულიწმიდა ღვთიური პიროვნებაა, გონების, ემოციებისა და ნების მქონე არსება.

ის ფაქტი, რომ სულიწმიდა ღმერთია ნათლად ჩანს მრავალ საღმრთო წერილში, მათ შორის მოციქულთა საქმეებში 5:3-4. ამ სტროფში პეტრე უპირისპირდება ანანიასს, თუ რატომ იცრუა სულიწმიდას წინაშე და ეუბნება მას, რომ „მან არა ადამიანის, არამედ ღმერთის წინაშე იცრუა“. ნათელია, რომ სულიწმიდას მოტყუება, ღმერთის მოტყუებაა. ასევე შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ სული წმინდა ღმერთია, რადგან მას ღმერთის თვისებები აქვს. მაგალითად, მისი ყველგან ყოფნა ჩანს ფსალმუნში 139:7-8, „საით წავუვალ შენს სულის? შენს არსებობას სად გავექცევი? ზეცაში, რომ ავიდე, შენ იქა ხარ; ქვესკნელში ჩავიდე - იქაც ხარ.“ შემდეგ წერილში კორინთელთა მიმართ 2:10-11, ჩვენ ვხედავთ ყოვლისცოდნის თვისებას სულიწმიდაში. „ღმერთმა კი გაგვიმხლა თავისი სულით. სული ყველაფერს ჭვრეტს, ღვთის სიღრმეებსაც. ვინაიდან რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისა არავინ არაფერი იცის გარდა ღვთის სულისა.“

შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ სულიწმიდა ჭეშმარიტად ღვთიური ადამიანია, რადგან მას აქვს გონება, ემოციები და ნება. სულიწმიდა ფიქრობს და იცის (რომეალთა 8:26-27). იგი გადაწყვეტილებებს იღებს თავისი ნების მიხედვით (კორინთელთა 12:7-11). სულიწმიდა ღმერთია, სამების მესამე არსება. როგორც ღმერთს, სულიწმიდას შეუძლია ჭეშმარიტად იმოქმედოს, როგორც ნუგეშისმცემელს და მრჩეველს, რასაც იესო დაჰპირდა, რომ იქნებოდა (იოანე14:16, 26, 15:26).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ვინ არის სულიწმიდა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries