settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია ქრისტიანულ მეათედ საზღაურზე?

პასუხი


მრავალი ქრისტიანი დავობს მეათედი საზღაურის საკითხზე. ზოგიერთ ტაძარში ეს საკითხი მეტისმეტად გამოკვეთილია. ამავდროულად, მრავალი ქრისტიანი უარს ამბობს დაემორჩილოს ბიბლიურ ქადაგებას უფლისთვის შეწირულობასთან დაკავშირებით. მეათედი საზღაურის/გაცემის დანიშნულება სიამოვნება და დალოცვის მიღებაა. სამწუხაროდ, დღეს ეკლესიებში ზოგჯერ ისე არ განიხილება როგორც საჭიროა.

მეათედი საზღაურის გაცემა ძველი აღთქმის კონცეფციაა. საზღაურის გაცემა იმ კანონის მოთხოვნა იყო, რომლიც თანახმადაც ყველა ებრაელს უნდა მიეცა ყველაფრის 10 პროცენტი, რასაც ისინი გამოიმუშავებდნენ ან ზრდიდნენ სამლოცველოში (ლევიტელთა 27:30; რიცხვები 18:26; ბიბლიის მეხუთე ტომი 14:24; ქრონიკები 31:5). სინამდვილეში, ძველი აღთქმა მოითხოვდა მრავალი მეათედი საზრაურის გაცემას, რომელიც მთლიანობაში 23.3 პროცენტს აღწევდა და არა 10 პროცენტს, რაც დღეს ძირითადად საზღაურის რაოდენობად მიიჩნევა. ზოგიერთს ძველი აღთქმის ეს კანონი სამსხვერპლო სისტემაში მღვდელთა და ლევიტელტა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საგადასახადო მეთოდად მიაჩნდა. ახალი აღთქმა არსად ბრძანებს და არც რეკომენდაციას იძლევა, რომ ქრისტიანმა უნდა გადაიხადოს საზღაური კანონიერ საგადასახადო სისტემაში. პავლე მოციქული აცხადებს, რომ მორწმუნეებმა უნდა გადაინახონ თავიანთი შემოსავლის ნაწილი ეკლესიის დასახმარებლად (1 კორინთელთა 16:1-2).

ახალ აღთქმაში არსადაა აღნიშნული შემოსავლის პროცენტულობა, რომელიც ადამიანმა უნდა გადაინახოს, არამედ მხოლოდ მიანიშნებს, რომ „თითოეულმა თქვენგანმა გადადოს და გადაინახოს, წარმატების კვალზე“ (1 კორინთელთა 16:2). ზოგიერთმა ქირსტიანულ ტაძარში 10 პროცენტი დააწესეს ძველი აღთქმის მეათედიდან და გამოიყენეს ის, როგორც ქრისტიანების მიერ გაცემული საზღაურის „რეკომენდებული მინიმუმი“. ახალ აღთქმაში საუბარია გაცემის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე. იმდენი უნდა გავცეთ, რამდენიც შეგვიძლია. ზოგჯერ ეს 10 პროცენტზე მეტია; ზოგჯერ ამაზე ნაკლები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქრისტიანის შესაძლებლობასა და ეკლესიის საჭიროებაზე. ყველა ქრისტიანმა გულმოდგინედ უნდა ილოცოს და ეძიოს უფლის სიბრძნე მეათედის გაცემის საკითხში მონაწილეობაზე და/ან რამდენი უნდა გასცენ (ჯეიმსი 1:5). ამავდროულად, ყველანაირი მეათედის გაცემა უნდა მოხდეს წმინდა მოტივებითა და უფლის დიდებით და ქრისტეს სხეულისთვის მსახურებით. „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით; ვინაიდან სიხარულის გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია ქრისტიანულ მეათედ საზღაურზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries