რას ამბობს ბიბლია ტატუს/სხეულის პირსინგის შესახებ?




შეკითხვა: რას ამბობს ბიბლია ტატუს/სხეულის პირსინგის შესახებ?

პასუხი:
ძველი აღთქმა ებრაელებს მოუწოდებს: “ნუ დაიჭრით სხეულებს მკვდრისთვის, ნუ გაიკეთებთ ტატუს სხეულზე. მე ვარ ღმერთი” (ლევიტელთა 19:28). მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნენი დღეს ძველი აღთქმის წესებს აღარ ემორჩილებიან (რომაელთა 10:4; გალათელთა 3:23–25; ეფესელთა 2:15), იმ ფაქტის გარშემო, რომ გარკვეული აკრძალვები არსებობდა ტატუს წინააღმდეგ, შეიძლება წარმოიშვას რამდენიმე კითხვა. ახალ აღთქმაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, უნდა გაიკეთოს თუ არა მორწმუნემ ტატუ.

ტატუსა და სხეულის პირსინგთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია გულწრფელად და შეგნებით ვთხოვოთ უფალს დაგვლოცოს და გამოიყენოს ეს კონკრეტული ქმედება საკუთარი კარგი მიზნებისთვის. “ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად” (1კორინთელთა 10:31). ახალი აღთქმა არ კრძალავს ტატუს ან სხეულის პირსინგს, მაგრამ ის ასევე არ გვაძლევს მიზეზს გვჯეროდეს, რომ ღმერთი ამგვარ ქმედებას მოგვიწინებს.

აღნიშნულ საკითხებზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ბიბლია კონკრეტულად არ ეხება არის ის, რომ თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს საქციელი ღმერთს მოეწინება, მაშინ არ გავაკეთოთ ის. რომაელთა 14:23 გვახსენებს, რომ ყველაფერი, რაც არ მოდის რწმენიდან, ცოდვაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულები და სულები იხსნა და ეკუტვნის ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ 1 კორითელთა 6:19–20 პირდაპირ არ ეხება ტატუსა და სხეულის პირსინგის საკითხს, ის ამგვარ პრინციპზე საუბრობს: “ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისანი არიან”. ამ ჭეშმარიტებამ უნდა მოახდიოს გავლენა იმაზე, რასაც ვაკეთებთ და სადაც წავალთ ჩვენი სხეულებით. თუ ჩვენი სხეულები ღმერთს ეკუთვნის, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გვაქვს მისი უტყუარი “ნებართვა” სხეულზე მოქმედებისა სანამ მოვრთავთ მათ ტატუებით ან სხეულის პირსინგით.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



რას ამბობს ბიბლია ტატუს/სხეულის პირსინგის შესახებ?