რას ნიშნავს ენებით ლაპარაკის უნარი?




შეკითხვა: რას ნიშნავს ენებით ლაპარაკის უნარი?

პასუხი:
პირველი შემთხვევა ენაით საუბრისა მოხდა პენტეკოსთა დღეს საქმეებში 2:1-4. მოციქულები გავიდნენ, რათა სახარება ექადაგათ; ისინი თავიანთ საკითარ ენებზე საუბრობდნენ: “იუდეველნი და რჯულშეცვლილნი, კრიტელნი და არაბიელნი, ვუსმენთ მათ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე” (საქმეები 2:11). ბერძნული სიტყვის “ენების” თარგმანი “ენებს” გულისხმობს. თუმცა, ენების უნარი ნიშნავს სხვა ადამიანთან მოძღვრებაზე იმ ენაზე საუბარს, რომელიც მან არ იცის. 1 კორინთელთა 12-14 თავებში, პავლე საუბრობს სასწაულებრივ უნარებზე: “ახლა კი, ძმანო, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან სწავლებით?” (1 კორინთელთა 14:6). პავლე მოციქულის თანახმად და საქმეებში აღწერილ ენებთან შეთანხმებით, ენებით ლაპარაკი შეუძლია იმას, ვისაც უფლის სიტყვა ესმის მის საკუთარ ენაზე, მაგრამ ის უსარგებლოა ყველასთვის, თუ მას ვერ გაიგებენ.

ენების განმარტების უნარის მქონე ადამიანს (1 კორინთელთა 12:30) შეუძლია გაიგოს რას ამბობდა ენებზე მოსაუბრე, მაშინაც კი, თუ მან ეს ენა არ იცის. ენების განმარტების უნარის მქონე შემდეგ გადასცემს ენებზე მოსაუბრის სიტყვას ყველას ისე, რომ ყველამ გაიგოს მისი. “ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ, რათა განმარტოს კიდეც” (1 კორინთელთა 14:13). პავლეს დასკვნა ენებთან დაკავშირებით, რომელიც არ განიმარტა, ძლიერია: “მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი სიტყვა ენებით” (1 კორინთელთა 14:19).

არის თუ არა დღეს ენებით საუბარი ნიჭი? 1 კორინთელთა 13:8 ნახსენებია, რომ ენები შეწყდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ის დაკავშირებულია “სრულყოფილის” მოსვლასთან 1 კორინთელთა 13:10. ზოგიერთი სწავლული მიუთითებს წინასწარმეტყველებასა და “შეწყვეტის” ცოდნასთან დაკავშირებული ბერძნული ზმნების დროის სხვაობაზე, და “სრულყოფილის” მოსვლამდე “შეწყვეტილ ენებზე”, როგორც ენების შეწყვეტის მტკიცებულებაზე. შეძლებისდაგვარად, ტექსტიდან ეს ზუსტად არ ირკვევა. ზოგიერთს ესაიასა 28:11 და ჯოელის 2:28–29 მონაკვეთები მიაჩნია იმის მტკიცებულებად, რომ ენებით ლაპარაკი იყო ღმერთის მოსალოდნელი სამსჯავროს ნიშანი იყო. 1 კორინთელთა 14:22 აღწერს ენებით ლაპარაკს, როგორც “ნიშანს ურწმუნოთათვის”. ამ არგუმენტის თანახმად, ენებით ლაპარაკის ნიჭი იყო ებრაელთა გაფრთხილება, რომ ღმერთი აპირებდა ისრაელის განსჯას იესო ქრისტეს, როგორც მესიის გმობისთვის. ამიტომ, როდესაც ღმერთმა სინამდვილეში განსაჯა ისრაელი (იერუსალიმის განადგურებით რომაელთა მიერ ახ.წ.აღ 70), ენებით ლაპარაკი აღარ ემსახურებოდა მიზანს. რამდენადაც ეს შეხედულება დასაშვებია, ენების თავდაპირველი შესრულებული მიზანი არ მოითხოვს მის შეწყვეტას. წმინდა წერილში საბოლოოდ არაა ნათქვამი, რომ ენებით ლაპარაკი შეწყდა.

ამავე დროს, თუ ენებით ლაპარაკის უნარი აქტიური იყო ეკლესიაში, ის უნდა შესრულებულიყო წმინდა წერილის თანახმად. ეს იქნებოდა ნამდვილი და გასაგები ენა (1 კორინთელთა 14:10), რომელიც გამოიყენებოდა ღმერთის სიტყვის სხვებისთვის გადასაცემად (საქმეები 2:6–12). ეს მოხდებოდა უფლის ბრძანებასთან შეთანხმებით, რომელიც მან პავლე მოციქულს უკარნახა: “თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ–ორმა, ან დიდი დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს. თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს” (1 კორინთელთა 14:27–28). ასევე 1 კორინთელთა 14:33–ის თანახმადაა “ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდათა ყველა ეკლესიაში”.

უფალს ძალუძს მიანიჭოს ადამიანს ენებით ლაპარაკის უნარი, რათა მან შეძლოს სხვა ენაზე მოლაპაარკე ადამიანთან ურთიერთობა. სული წმიდა დამოუკიდებელია სულიერი უნარების გავრცელებაში (1 კორინთელთა 12:11). წარმოიდგინეთ, რამდენად პროდუქტული იქნებოდნენ მისიონერები, მათ რომ ენების სკოლაში სიარული არ დაჭირვებოდათ და შეძლებოდათ ადამიანებთან მათ საკუთარ ენაზე საუბარი. ენებს დღეს ის მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორც ახალი აღთქმის დროს, თუმცა ის მეტად მნიშვნელოვანია. მორწმუნეთა დიდი უმრავლესობა, რომელიც ამტკიცებს ენებით საუბრის პრაქტიკას, ამას აკეთებს ზემოთ აღნიშნულ წმინდა წერილთან შეუთანხმებლად. ამ ფაქტებს მივყავართ დასკვნამდე, რომ ენებით ლაპარაკის უნარი შეწყდა ან წარმოადგენს იშვიათობას დღევანდელ ეკლესიებში.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



რას ნიშნავს ენებით ლაპარაკის უნარი?