რა არის ცოდვილის ლოცვა?




შეკითხვა: რა არის ცოდვილის ლოცვა?

პასუხი:
ცოდვილის ლოცვა არის ის ლოცვა, რომელსაც ადამიანი კითხულობს, როდესაც მიხვდება, რომ ცოდვილია და მას მაცხოვარი სჭირდება. ცოდვილის ლოცვის წაკითხვით თავისთავად არაფერი მიიღწევა. ცოდვილის ლოცვას ძალა მაშინ აქვს, როდესაც მასში ზუსტად არის წარმოჩენილი, თუ რა იცის ადამიანმა, რა ესმის მას და რა სწამს თავის ცოდვებსა და გადარჩენის საჭიეროებასთან დაკავშირებით.

ცოდვილის ლოცვის უპირველესი ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს: ყველანი ცოდვის შვილები ვართ. რომალელების მიმართ 3:10-ში ნათქვამია: ,,როგორც დაწერილია: არავინაა მართალი. „ ბიბლიაში წერია, რომ ჩენ ყველანი ცოდვილები ვართ,უფლისაგან შენდობა და მიტევება გვჭირდება. (ტიტეს მიმართ 3:5-7). ჩვენი ცოდვების გამო საუკუნო სასჯელს ვიმსახურებთ (მათე 25:46). ცოდვილის ლოცვა არის თხოვნა მიუტიონ დასჯის ნაცვლად, შეიწყალონ ნაცვლად რისხვისა.

ცოდვილის ლოცვის მეორე ასპექტია იმის ცოდნა, თუ რა იღონა ღმერთმა ჩენი დაკარგული და ცოდვილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ღმერთმა ხორციელის იერი მიიღო და ადამიანად მოგვევლინა იესო ქრისტეს სახით (იოანე 1:1,14). იესომ გვასწავლა ჭეშმარიტება ღმერთის შესახებ და სიმართლესა და უცოდველობაში ცხოვრობდა. (იოანე 8;46; კორინთელთა მიმართ (მეორე) 5:21). შემდეგ იესო ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარს აცვეს. მან თავის თავზე აიღო ის სასჯელი, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებდით (რომაელთა მიმართ 5:8). იესო მკვდრეთით აღდგა, რათა დაემტკიცებინა, რომ ცოდვაზე, სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე გამარჯვება შეუძლია. (კოლასელთა მიმართ 2:15; კორინთელთა მიმართ (პირველი) მე-15 თავი ). ყოველივე ამის გამო ჩვენ გვწამს იესო ქრისტესი. უნდა გვჯეროდეს, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს მადლი, მხოლოდ იესო ქრისტეს მიმართ ჩვენი რწმენა გადაგვარჩენს. პავლეს ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ 2:8 ვკითხულობთ ,,და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა.“

მოცემული ლოცვის წაკითხვით თქვენ ღმერთს ეუბნებით, რომ გწამთ იესო ქრისტესი, როგორც ჩვენი მაცხოვრისა. გადარჩენა შეუძლებელია რაიმე ,,ჯადოსნური“ სიტყვების საშუალებით. მხოლოდ იესო ქრისტეს სიკვდილისა და მისი მკვდრეთით აღდგომის რწმენა გვიხსნის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გესმით, რომ ცოდვილი ხართ და გჭირდებათ ხსნა იესო ქრისტეს შემწეობით, მოგიყვანთ ცოდვილის ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ ღმერთის წინაშე: ,,ღმერთო, ვიცი, რომ ცოდვილი ვარ. ვიცი, რომ ჩემი ცოდვისთვის სასჯელს ვიმსახურებ. მიუხედავად ამისა, მწამს იესო ქეისტესი, როგორც ჩემი მხსნელისა. მწამს, რომ ჩემი ცოდვები მიტევებული იქნა მისი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის წყალობით. მწამს იესო ქრისტესი და მხოლოდ მისი, როგორც ჩემი უფლისა და მხსნელისა. მადლობას გწირავ, უფალო, ჩემი გადარჩენისა და პატიებისთვის! ამინ!“

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



რა არის ცოდვილის ლოცვა?