settings icon
share icon
შეკითხვა

რომელი რელიგია მჭირდება?

პასუხი


ფასტ-ფუდის რესტორნები საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ ზუსტად ის საჭმელი, რომელიც გვსურს. ყავის ზოგიერთ მაღაზიას შეუძლია დაიკვეხნოს ასობით სხვადასხვა არომატის მქონე ყავის დიდი ასორტიმენტით. მაშინაც კი, როდესაც სახლებს და მანქანებს ვყიდულობთ, დიდი არჩევანის საშუალება გვაქვს. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ უბრალოდ შოკოლადის, ვანილისა და მარწყვის სამყაროში. აქ არჩევანი მეფეა! შეგიძლიათ იპოვოთ თითქმის ყველაფერი თქვენი სურვილისა და საჭიროების და მიხედვით.

რას იტყვით იმ სარწმუნოებაზე, რომელიც ზუსტად თქვენ გჭირდებათ, რელიგიაზე, რომელიც გათავისუფლებთ დანაშაულის გრძნობისგან, რომელიც მოთხოვნებს არ აყენებს და რომელიც არ არის გადატვირთული მითითებებით ,,გააკეთე ეს", ,,ნუ გააკეთებ ამას." ეს რელიგია არსებობს, ზუსტად იმ სახით, როგორც ავღწერე. მაგრამ ვირჩევთ კი რელიგიას მსგავსად იმისა, როდესაც ვყიდულობთ ჩვენი საყვარელი არომატის მქონე ნაყინს?

ჩვენი ყურადღების მოსაპყრობად უამრავი ხმა გვიხმობს. რატომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ზეცაში არის ქრისტე და არა მაგალითად, მუჰამედი, ან კონფუცი, ბუდა ან ჩარლზ თეიზ რასელი თუ ჯოზეფ სმიტი? ბოლოს და ბოლოს, ყველა გზას ხომ სამოთხისკენ მივყავართ? ყველა რელიგია თავისი არსით ხომ ერთმანეთის მსგავსია? საქმე იმაშია, რომ ყველა რელიგიას სამოთხისკენ არ მივყავართ, ისევე როგორ ყველა გზა ინდიანამდე არ მიგვიყვანს.

ღმერთის სახელით საუბრის უფლება მხოლოდ იესოს გააჩნია, რადგანაც მხოლოდ იესომ დაამარცხა სიკვდილი. მუჰამედი, კონფუცი და სხვა დანარჩენები დღემდე თავიანთ საფლავებში არიან. მაგრამ იესო ბოროტი რომაელების მიერ ჯვარცმიდან სამი დღის შემდეგ აღდგა. ყველა ის, ვინც თავისი ძალის წყალობით მკვდრეთით აღდგა, ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. უნდა მოვუსმინოთ ყველა იმას, ვინც სიკვდილზე გაიმარჯვა.

იესოს მკვდრეთით აღდგომის დამამტკიცებელი საბუთები ჭარბად მოიპოვება. პირველ რიგში უნდა აღინინოს ის, რომ არსებობს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ხუთასი მომსწრე! ეს ძალზე დიდი რიცხვია. შეუძლებელია ხუთასი ხმის უგულებელყოფა. ასევე არსებობს ცარიელი საფლავის ფაქტორი. ქრისტეს მტრებს შეეძლოთ ძალზე იოლად შეეჩერებინათ მისი მკვდრეთიოთ აღდგომის შესახებ ხმების გავრცელება, თუკი მის მკვდარსა და გახრწნილ სხეულს წარმოაჩენდნენ. მაგრამ მათ მკვდარი სხეულის ჩვენება ვერ შეძლეს ! სფლავი ცარიელი იყო! ხომ არ მოიპარეს მისი სხეული მისმა მოწაფეებმა? ეს ძნელი წარმოსადგენია. რადგან მოცემულის აღსაკვეთად იესოს საფლავს უამრავი შეიარაღებული ჯარისკაცი დარაჯობდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი უახლოესი მიმდევერები მისი დაკავებისა და ჯვარცმის შემდეგ შეშინებულები გაიქცნენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შეშინებულ ჯგუფს შეეძლო გაწვრთნილ, პროფესიონალ ჯარისკაცებთან დაპირისპირება. ისინი თაღლითის გამო არ მიიტანდნენ საკუთარ სიცოცხლეს სამსხვერპლოზე და მოწამეები არ გახდბოდნენ. ყველაზე მეტყველი ფაქტი ისაა, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა დღემდე ამოუხსნელია!

კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ მათ, ვისაც სიკვდილის დაძლევა ძალუცთ, იმსახურებენ იმას, რომ მათი ხმა გაიგონონ. იესომ დაასაბუთა, რომ მას შეუძლია სიკვდილის დამარცხება; შესაბამისად, ჩვენ უნდა გავიგონოთ მისი ხმა. იესო გვარწმუნებს, რომ ის გადარჩენის ერთად-ერთი გზაა (იოანე 14:6). ის არ არის უბრალოდ გზა; ის არ არის მრავალი გზიდან ერთ-ერთი. იესო ერთად-ერთი ჭეშმარიტი გზაა.

ამავე დროს, იესო ამბობს: ,,მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.“ (მათე 11:28) ამ სამყაროში ცხოვრება ძნელია. ბევრი ჩვენგანს თან სდევს იარები და ტკივილი. ხომ მეთანხმებით? ამიტომ რა გსურთ? აღმშენებლობა თუ უბრალოდ რელიგია? ცოცხალი მხსნელი თუ ერთ-ერთი გარდაცვლილი ,,წინასწარმეტყველი"? მნიშვნელობით დატვირთული ურთიერთობა თუ ცარიელი რიტუალები? იესო არ არის ერთ-ერთი არჩევანი- ის ერთად-ერთი არჩევანია!

იესო ჭეშმარიტი ,,რელიგიაა“ იმ შემთხვევაში, თუ შენდობას ეძებთ. (მოციქულთა საქმენი 10:43). იესო ზუსტად ის ,,რელიგიაა", რომელიც გჭირდებათ, თუ გსურთ ღმერთთან მნიშვნელობით დატვირთული ურთიერთობა (იოანე 10:10). იესო ჭეშმარიტი ,,რელიგიაა“, თუ ეძებთ სამოთხეში უკვდავ ცხოვრებას (იოანე 3:16). ირწმუნეთ იესო ქრისტე თქვენს მხსნელად; არ ინანებთ! ირწმუნეთ ის, თუკი გსურთ, რომ ცოდვები შეგინდონ; იმედები არ გაგიცრუვდებათ.

თუ გსურთ ღმერთთან დაამყაროთ ,,ჭეშმარიტი ურთიერთობა", მოვიყვანთ ლოცვის მაგალითს. გახსოვდეთ, მოცემული თუ სხვა რაიმე ლოცვის წაკითხვა ვერ გადაგარჩენთ. ცოდვისგან მხოლოდ ქრისტეს რწმენა გიხსნით. მოცემული ლოცვა არის მხოლოდ უფლის მიმართ თქვენი რწმენისა და მადლიერების გამოხატვა, რამეთუ მან გვიხსნა ცოდვებისაგან. ,,ღმერთო, ვიცი, რომ შეგცოდე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტე ეწამა, რათა ჩემი სასჯელი გამოესყიდა, რათა მისი რწმენისთვის შენდობა მიმეღო. შენი მწამს, რამეთუ შენ ხარ ჩემი ხსნა. მადლობას გწირავ ღვთიური მადლისა და მოწყალებისთვის - რამეთუ შენ მაჩუქე უკვდავება! ამინ!"

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რომელი რელიგია მჭირდება?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries