settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს მიიღო ქრისტე, როგორც პირადი მხსნელი?

პასუხი


ოდესმე თუ მიგიღია იესო ქრისტე, როგორც პირადი მხსნელი? სანამ პასუხს გაგვცემდეთ, ნება მიბოძეთ აგიხსნათ ეს შეკითხვა. ამ კითხვის სწორად გასაგებად თქვენ ჯერ უნდა გაიაზროთ სიტყვები ”იესო ქრისტე”, ”პირადი” და ”მხსნელი”.

ვინ არის იესო ქრისტე? ბევრი ადამიანი იესო ქრისტეს აღიარებს როგორც კარგ ადამიანს, ძლიერ მასწავლებელს, ან თუნდაც ღვთის წინასწარმეტყველს. ეს განმარტებანი იესოს მიმართ სიმართლეა. მაგრამ ისინი ვერ ასახავენ მის რეალურ არსს. ბიბლია გვეუბნება, რომ იესო არის ხორციელი ღმერთი. ღმერთი გახდა ადამიანი (იხილეთ იოანე 1:1,14). ღმერთი ჩამოვიდა ქვეყნად, რათა გვასწავლოს, განგვკურნოს, დაგვაკვალიანოს, მოგვიტევოს - და ჩვენთვის მოკვდეს! იესო ქრისტე ღმერთია, შემქმნელი, ჩვენი უზენაესი მბრძანებელი. მიიღეთ იესო?

რა არის მხსნელი და რატომ გვჭირდება მხსნელი? ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ ყველანი ვცოდავთ, ჩვენ ყველანი ჩავდივართ ბოროტ ქმედებებს (რომაელთა 3:10-18). ჩვენი ცოდვის შედეგად, ჩვენ ვიმსახურებთ ღვთის რისხვასა და სასჯელს. ერთადერთი შესაბამისი სასჯელი მუდმივი ღმერთის წინაშე ჩადენილი ცოდვებისათვის არის უსასრულო სასჯელი (რომაელთა 6:23; გამოცხადება 20:11-15). ამიტომაც ვსაჭიროებთ მხსნელს!

იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე და აქვე მოკვდა. იესოს სიკვდილი, როგორც ღვთის ხორციელი არსებოსა, ჩვენი ცოდვებისათვის უსასრულო ანაზღაურება იყო (კორინთელთა (მეორე) 5:21). იესო მოკვდა იმისათვის, რომ გადაეხადა ჩვენი ცოდვებისათვის (რომაელთა 5:8). იესომ აიღო საკუთარ თავზე ჩვენი ცოდვები, რათა ჩვენ არ ვაგოთ მათზე პასუხი. იესოს აღდგომამ კი დაადასტურა, რომ მისი სიკვდილი საკმარისი აღმოჩნდა ჩვენი ცოდვების გასაქარწყლებლად. ამიტომაც არის იესო ერთად ერთი მხსნელი (იოანე 14:6; საქმე წმიდათა მოციქულთა 4:12)! გწამს იესოსი, როგორც შენი მხსნელის?

იესო შენი ”პირადი” მხსნელია? ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ქრისტიანობა ნიშნავს დადიოდე ეკლესიაში, ჩაატარო რიტუალები, არ ჩაიდინო კონკრეტული ცოდვები. ეს არ არის ქრისტიანობა. ნამდვილ ქრისტიანს აქვს პირადი ურთიერთობა იესო ქრისტესთან. იესოს მიღება, როგორც შენი პირადი მხსნელისა, ნიშნავს, რომ შენ მას ენდობი და გწამს მისი. არავინ გადარჩება სხვისი მრწამსით. არავის მიეტევება კონკრეტული საქმეების გაკეთებისათვის. გადარჩენის ერთადერთი გზაა მიიღო იესო, როგორც შენი მხსნელი, ირწმუნო მისი სიკვდილი, როგორც შენი ცოდვების გასტუმრება და მიიღო მისი აღდგომა, როგორც შენი საუკუნო ცხოვრების გარანტი (იოანე 3:16). არის იესო შენი პირადი მხსნელი?

თუ გსურს მიიღო იესო ქრისტე, როგორც შენი პირადი მხსნელი, წარმოთქვი ღვთისადმი მიმართული შემდეგი სიტყვები. დაიმახსოვრე, რომ ამ ან სხვა ლოცვის წარმოთქმა შენ არ გიშველის. მხოლოდ ქრისტეს რწმენა აგარიდებს ცოდვას. ეს ლოცვა კი მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა გამოვხატოთ ჩვენი რწმენა ღვთისადმი და მადლობა გადავუხადოთ მას ჩვენი გადარჩენისათვის. ”ღმერთო, ვიცი, რომ შევცოდე შენს წინაშე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტემ მიიღო ეს სასჯელი და მისდამი რწმენით მე მეპატიება. მე ვუარყოფ ცოდვას და შენ მოგანდობ ჩემს რწმენას გადარჩენისათვის. გმადლობ შენი მადლოსათვისა და პატიებისათვის - საუკუნო ცხოვრების საჩუქრისათვის! ამინ!”

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს მიიღო ქრისტე, როგორც პირადი მხსნელი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries