მე ვირწმუნე იესო. ახლა რა ხდება?




მე ვირწმუნე იესო. ახლა რა ხდება?

გილოცავთ! თქვენ მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება! ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: ”ახლა რა ხდება? როგორ დაიწყება ჩემი სვლა ღვთისაკენ?”. ხუთი ნაბიჯია გასავლელი, რომელიც დაბლა არის მოცემული და ეს ნაბიჯები დაგაკვალიანებთ. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, გთხოვთ ეწვიოთ www.GotQuestions.org/Georgian.

1. დარწმუნდით, რომ თქვენ ნამდვილად გაიაზრეთ თუ რაში მდგომარეობს ხსნა.

1 იოვანე 5:13 გვეუბნება: ”ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა”. ღმერთს სურს, რომ ჩვენ გავიაზროთ, თუ რაში მდგომარეობს ხსნა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს გადარჩენაში. მოკლედ, გადავხედოთ ხსნის ძირითად აზრს:

(ა). ჩვენ ყველანი ვცოდავთ. ჩვენ ყველას გაგვიკეთებია ღვთისათვის არასასურველი ქმედებები (რომაელთა 3:23).

(ბ). ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ სასჯელს ვიმსახურებთ განვცალკევდეთ ღვთისაგან სამუდამოდ (რომაელთა 6:23).

(გ). იესო ჯვარზე მოკვდა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად (რომაელთა 5:8; 2 კორინთელთა 5:21). იესო დედამიწაზე გარდაიცვალა; მან ჩვენთვის განკუთნილი სასჯელი საკუთარ თავზე აიღო. მისი აღდგომა ამტკიცებს, რომ იესოს სიკვდილი საკმარისი აღმოჩნდა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად.

(დ). ღმერთი მოგვიტევებს და ხსნას გვიბოძებს ყველა ჩვენგანს, ვინც იესოს ვირწმუნებთ - მივიღებთ მის სიკვდილს, როგორც ჩვენი ცოდვების გამოსასყიდს (იოანე 3:16; რომაელთა 5:1; რომაელთა 8:1).

ეს არის ხსნის უწყება! თუ ირწმუნე იესოსი, როგორც შენი მხსნელის, შენ გადარჩენილი ხარ! ყველა შენი ცოდვა მიტევებულია და ღმერთი გპირდება, რომ არასოდეს მიგატოვებს (რომაელთა 8:38-39; მათე 28:20). დაიმახსოვრე, შენი ხსნა იესო ქრისტეშია (იოანე 10:28-29). თუ შენ იწამებ იესოს, როგორც შენს მხსნელს, დარწმუნებული იყავი, რომ შენ საუკუნო ცხოვრებას ღმერთთან ზეცაში გაატარებ!

2. იპოვე კარგი ეკლესია, რომელიც ბიბლიას ასწავლის.

ნუ აღიქვამ ეკლესიას, როგორც შენობას. ეკლესია ხალხია. მნიშვნელოვანია, რომ ქრისტეს მიმდევრები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. ეკლესიის მთავარი დანიშნულება სწორედ ეს არის. როდესაც შენ ირწმუნებ ქრისტეს, ჩვენ გაქეზებთ, რომ იპოვოთ ბიბლიის მიმდევარი ეკლესია და გაესაუბროთ სულიერ მოძღვარს. აცნობეთ მას, რომ თქვენ მიიღეთ იესოს რწმენა.

ეკლესიის მეორე დანიშნულებაა ბიბლიის სწავლება. თქვენ ისწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ ღვთის მითითებები თქვენს ცხოვრებაში. ბიბლიის გაგება არის გასაღები წარმატებული და ძლიერი ქრისტიანული ცხოვრებისა. ტიმოთეს მიმართ (მეორე) 3:16-17 ამბობს: ”ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ”.

ეკლესიის მესამე მიზანია თაყვანისცემა. თაყვანისცემით ჩვენ ვმადლობთ ღმერთს ყველა მისი საქმისათვის! ღმერთმა გადაგვარჩინა. ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ. ღმერთი ჩვენთვის ირჯება. ღმერთი გვაკვალიანებს და გვმოძღვრავს. როგორ არ უნდა გადავუხადოთ მას მადლობა? ღმერთი წმინდაა, მართალი, მოსიყვარულე, კეთილი და გულმოწყალე. გამოცხადება 4:11 გვეუბნება: ”ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს”.

3. განსაზღვრე ღვთისათვის ყოველ დღე დასათმობი დრო.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად გამოვყოთ დრო და ის ღმერთს მივუძღვნათ. ზოგი ამ დროს ”სიწყნარის ჟამს” უწოდებს. სხვები - ”ღვთისმოსაობას”, რადგან ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ჩვენს თავს ღმერთს ვუძღვნით. ზოგს ურჩევნია დილით, სხვებს - საღამოს. ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის გააკეთებ. მნიშვნელოვანია, მუდმივად დავუთმოთ დრო უფალს. რა განსაზღვრავს ღმერთისათვის დროის დათმობას?

(ა). ლოცვა. ლოცვით ჩვენ მარტივად ვესაუბრებით ღმერთს. ველაპარაკებით ჩვენს გასაჭირსა თუ პრობლემებზე. შევთხოვთ ღმერთს გვიხელმძღვანელოს და დაგვმოძღვროს. ვეუბნებით ღმერთს თუ როგორ გვიყვარს ის და როგორ ვაფასებთ ყველაფერს, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს. ლოცვა მოიცავს ამ ყველაფერს.

(ბ). ბიბლიის კითხვა. ეკლესიაში თუ საკვირაო სკოლაში ბიბლიის სწავლებასთან ერთად, ჩვენ თვითონაც უნდა ვკითხულობდეთ წმინდა წერილს. ბიბლია მოიცავს ყველაფერს, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ წარმატებული ქრისტიანის ცხოვრებით. ის მოიცავს ღვთის დამოძღვრას, თუ როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, როგორ მივხვდეთ ღვთის სურვილს, როგორ დავეხმაროთ სხვებს და როგორ გავიზარდოთ სულიერად. ბიბლია ჩვენთვის ღვთის სიტყვაა. ბიბლია ღვთის მიერ ბოძებული სახელმძღვანელოა, თუ როგორ ვიცხოვროთ ღვთისათვის სასიამოვნო და ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით.

4. დაუმეგობრდით იმ ადამიანებს, რომლებიც სულიერად დაგეხმარებიან.

კორინთელთა მიმართ (პირველი) 15:33 გვეუბნება: ” ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი”. ბიბლია ხშირად გვაფრთხილებს, თუ რაოდენ დიდი გავლენა შეუძლია იქონიოს ”ცუდ” ხალხს ჩვენზე. იმ ადამიანთა წრეში დროის გატარება, რომელბიც სცოდავენ, ჩვენც გვიბიძგებს ცოდვისაკენ. მათი ქმედება ჩვენზე აისახება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია გარშემო ის ხალხი შემოვიკრიბოთ, რომლებსაც უყვართ ღმერთი და ემსახურებიან მას.

სცადეთ იპოვოთ ერთი-ორი მეგობარი, თუნდაც ეკლესიიდან, რომლებიც დაგეხმარებიან და გაგამხნევებენ (ებრაელთა 3:13; 10:24). სთხოვეთ მეგობრებს მყუდროდ გაგრძნობინონ თავი შენი ქცევისას, სიწყნარის წუთებსა თუ ღმერთთან ერთად სიარულისას. კითხე, შენ თუ შეგიძია იგივე გაუკეთო მათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მეგობარი უნდა მიატოვო, რომლებმაც არ იციან იესო მაცხოვარი. გააგრძელე მათთან მეგობრობა და გიყვარდეს ისინი. უბრალოდ, გაუზიარე მათ გამოცდილება, თუ როგორ შეცვალა შენი ცხოვრება იესომ. სთხოვე ღმერთს, რომ მოგცეს საშუალება გაუზიარო შენს მეგობრებს იესო ქრისტეს რწმენა.

5. მოინათლე

ბევრი ადამიანი ცდება მონათვლის საგანთან დაკავშირებით. სიტყვა ”მონათვლა” ნიშნავს წყალში ჩაშვებას. მონათვლა ბიბლიური გზაა საზოგადოების წინაშე განაცხადო შენი ქრისტესადმი რწმენის შესახებ. წყალში ჩაშვების რიტუალი წარმოაჩენს ქრისტესთან ერთად დამარხვის საგანს. წყლიდან ამოსვლა კი ქრისტეს აღდგომას ნიშნავს. მონათვლისას, ჩვენ ვუერთდებით იესოს სიკვდილს, დამარხვასა და მის აღდგომას (რომაელთა 6:3-4).

მონათვლა არ გიხსნით. მონათვლა არ მოგაცილებთ თქვენს ცოდვებს. მონათვლა უბრალოდ ნაბიჯია მორჩილების, საზოგადოდ ჩვენი ქრისტესადმი რწმენის გამოსახატავად. მონათვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მორჩილების და საზოგადოდ ქრისტეს რწმენის გამომსახველი ნაბიჯია. თუ მზად ხართ მოსანათლად, სულიერ მოძღვარს უნდა დაელაპარაკოთ.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



მე ვირწმუნე იესო. ახლა რა ხდება?