რას გევუბნება ბიბლია დინოზავრების შესახებ? არის თუ არა დინოზავრები ნახსენები ბიბლიაში?




შეკითხვა: რას გევუბნება ბიბლია დინოზავრების შესახებ? არის თუ არა დინოზავრები ნახსენები ბიბლიაში?

პასუხი:
ბიბლიაში დინოზავრების თემა ფართო განხილვის საგანია ქრისტიანულ საზოგადოებაში სამყაროს შექმნის, დაბადების სათანადოდ გაგებისა და იმ ფიზიკური სამხილების გადმოცემისას, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. ისინი, ვისაც სამყაროს ხანდაზმულობის სჯერა, აღიარებს, რომ ბიბლიაში ნახსენები არაა დინოზავრები, რადგან მათი პარადიგმის თანახმად, დინოზავრები გადაშენდნენ მილიონი წლების წინ, მანამ, სანამ პირველი ადამიანი გაჩნდებოდა დედამიწაზე. შეუძლებელია ადამიანს, რომელმაც ბიბლია შეადგინა, ეცხოვრა დინოზავრებთან ერთად.

ისინი, ვისაც სამყაროს პატარა ხნოვანების სჯერა, აცხადებს, რომ ბიბლია ახსენებს დინოზავრებს, თუმცა არ ხმარობს სიტყვა “დინოზავრს”. მის ნაცვლად, ის იყენებს ებრაულ სიტყვა tanniyn, რომელიც ჩვენ ინგლისურ ბიბლიაში ოდნავ განსხვავებულად ითარგმნება. ზოგჯერ ის მოიხსენება როგორც “ზღვის მონსტრი”, ზოგჯერ როგორც “გველი”. ყველაზე ხშირად ითარგმნება როგორც “დრაკონი”. Tanniyn გიგანტ ქვეწარმავალს ნიშნავს. ეს ქმნილებები დაახლოებით ოცდაათჯერაა ნახსენები ძველ აღთქმაში და მოიპოვება ხმელეთზეც და წყალშიც.

გიგანტურ ქვეწარმავლებთან ერთად ბიბლია ახსენებს რამდენიმე ქმნილებას ისე, რომ ზოგიერთი სწავლული დარწმუნებულია, რომ დინოზავრებზეა საუბარი. ურჩხული ღმერთის ყველაზე ძლევამოსილ ქმნილებად მიიჩნევა, გიგანტი, რომლის კუდსაც კედარის ხეს ადარებენ (იობი 40:15). ზოგიერთმა სწავლულმა სცადა ურჩხულის იდენტიფიცირება სპილოსთან ან ბეჰემოტთან. სხვები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სპილოებსა და ბეჰემოტებს ძალიან თხელი კუდები აქვთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კედარის ხესთან. მეორე მხრივ, ბრახიოზავრებისა და დიპლოდოკუსების მსგავსად, დინოზავრებს უზარნაზარი კუდები ჰქონდათ, რომელიც მარტივად შეედრებოდა კედარს.

თითქმის ყველა ძველ ცივილიზაციას აქვს გარკვეული ხელოვნების არეალი,სადაც აღწერილია უზარმაზარი ქვეწარმავლური ქმნილებები. ჩრდ. ამერიკაში აღმოჩენილი პეტროგლიფები, არტიფაქტები და პატარა თიხის ფიგურებიც კი დინოზავრების თანამდეროვე გამოსახულებას წარმოადგენს. სამხ. ამერიკაში კლდის კვეთა ასახავს ადამიანების მიერ დიპლოდოკუსების მსგავსი ქმნილებების ტარებას და, რაც ყველაზე გასაოცარია, მათ გააჩნიათ ტრიკერატოფის, პტეროდაქტილისა და ტირანოზავრების მსგავსი სახეები. რომაული მოზაიკა, მაიას მეთუნეობა და ბაბილონის ქალაქის კედლები - ყველა მათგანი ამტკიცებს ადამიანის კულტურათაშორის, გეოგრაფიულად უსაზღვრო აღტაცებას ამ ქმნილებებით. სობერი დაწვრილებით აღწერს მარკო პოლოს Il Milione ჩართვას განძის მცველი მხეცების ფანტასტიკურ ზღაპრებში. დინოზავრებისა და ადამიანის ერთობლივი არსებობის ისტორიულ და ანთროპოლოგიურ დამადასტურებელ მაგალითებთან ერთად, არსებობს ფიზიკური მტკიცებულებებიც, როგორიცაა ჩრდ. ამერიკასა და დას-ცენტრალურ აზიაში ნაპოვნი ადამიანებისა და დინოზავრების ქვად ქცეული ფეხის ანაბეჭდები.

ანუ, არის თუ არა ბიბლიაში ნახსენები დინოზავრები? საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ გავიგებთ არსებულ მტკიცებულებებს და როგორ აღვიქვამთ ჩვებ გარშემო სამყაროს. თუ ბიბლიას სიტყვასიტყვით გავიაზრებთ, ახალგაზრდა დედამიწის გაგებას შეიძლება ქონდეს შედეგი და, დინოზავრებისა და ადამიანის ერთდროულად არსებობის ფაქტი მისაღები გახდება. თუ ადამიანები და დინოზავრები ერთ დროს ცხოვრობდნენ, რა დაემართათ დინოზავრებს? ვინაიდან ბიბლია არ განიხილავს ამ საკითხს, სავარაუდოდ დინოზავრები გადაშენდნენ წყალდიდობის შემდეგ ცუდი გარემო პირობებისა და იმის გამო, რომ მათზე ულმობელად ნადირობდნენ ადამიანები.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



რას გევუბნება ბიბლია დინოზავრების შესახებ? არის თუ არა დინოზავრები ნახსენები ბიბლიაში?