რას გვეუბნება ბიბლია ალკოჰოლის/ღვინის მიღებაზე? არის თუ არა ქრისტიანისთვის ალკოჰოლის/ღვინის მიღება ცოდვა?




შეკითხვა: რას გვეუბნება ბიბლია ალკოჰოლის/ღვინის მიღებაზე? არის თუ არა ქრისტიანისთვის ალკოჰოლის/ღვინის მიღება ცოდვა?

პასუხი:
წმინდა წერილში ბევრგანაა საუბარი ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით (ლევიტელთა 10:9; რიცხვები 6:3; ბიბლიის მეხუთე ტომი 29:6; მოსამართლეები 13:4, 7, 14; ანდაზები 20:1; 31:4; ესაია 5:11; 22, 24:9; 28:7; 29:9; 56:12). თუმცა, წმინდა წერილი არ უკრძალავს ქრისტიანს ლუდის, ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელის მიღებას. სინამდვილეში, ზოგიერთ მათგანში ალკოჰოლის საკითხი დადებითადაცაა აღწერილი. ეკლესიასტები 9:7 გვასწავლის „დალიეთ ღვინო მხიარული გულით“. 104:14-15 ფსალმუნში ნათქვამია, რომ ღმერთი გვაძლევს ღვინოს, რაც „მამაკაცების გულს ახარებს“. ამოსი 9:14 საკუთარი ვენახიდან მოპოვებული ღვინის სმას მიიჩნევს უფლის წყალობად. ესაია 55:1 ამბობს: „დიახ, მოდით იყიდეთ ღვინო და რძე...“

რასაც უფალი ქრისტიანებს ალკოჰოლთან დაკავშირებით მიუთითებს, არის სიმთვრალის თავიდან აცილება (ეფესელთა 5:18). ბიბლია გმობს სიმთვრალეს და მის შედეგებს (ანდაზები 23:29-35). ქრისტიანებს ასევე ეკრძალებათ, რომ მათი სხეულები რაიმემ „მართოს“ (1 კორინთელთა 6:12; 2 პეტრე 2:19). ალკოჰოლის ჭარბად მიღება უცილობლად გამომწვევია. წმინდა წერილი ასევე უკრძალავს ქრისტიანს ისეთი რაღაცის გაკეთებას, რამაც შეიძლება შეურაცხყოს სხვა ქრისტიანები ან მათი სინდისის საწინააღმდეგო უბიძგოს ცოდვისაკენ (1 კორინთელთა 8:9-13). ამ პრინციპების საფუძველზე, ნებისმიერი ქრისტიანისთვის ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რომ ალკოჰოლს სვამს უფლის სადიდებლად (1 კორინთელთა 10:31).

იესომ წყალი ღვინოდ აქცია. როგორც ჩანს, იესომ ღვინო შემთხვევით დალია (იოანე 2:1-11; მათე 26:29). ახალი აღთქმის დროს, წყალი არ იყო სუფთა. თანამედროვე სანიტარული პირობების გარეშე წყალი ხშირად სავსე იყო ბაქტერიებით, ვირუსებით და ყველა სახის მინარევებით. იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ მესამე მსფლიოს ქვეყნებზე. შედეგად, ხალხი ხშირად სვამს ღვინოს (ან ყურძნის წვენს), რადგან ის ნაკლებად დაბინძურებულია. 1 ტიმოთი 5:23, პავლე ასწავლის ტიმოთის შეწყვიტოს წყლის სმა (რომელიც სავარაუდოდ იწვევდა მის მუცლის პრობლემებს) და მის ნაცვლად დაელია ღვინო. იმ დღეს ღვინო ადუღებული იყო (ალკოჰოლს შეიცავდა), მაგრამ არა იმ გრადუსით როგორც დღეს. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის იყო ყურძნის წვენი, მაგრამ ასევე არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ის დღევანდელი ღვინის მსგავსი იყო. წმინდა წერილი არ უკრძალავს ქრისტიანს ლუდის, ღვინის ან სხვა ალკოჰოლოს შემცველი სასმელის დალევას. თვითონ ალკოჰოლი არ ფუჭდება ცოდვით. სიმთვრალე და ალკოჰოლისადმი მიდრეკილებაა ის, რისგანაც ქრისტიანმა თავი უნდა შეიკავოს (ეფესელთა 5:18; 1 კორინთელთა 6:12).

მცირე ოდენობით მოხმარებული ალკოჰოლი არც საზიანოა და არც მიდრეკილების გამომწვევი. სინამდვილეში, ზოგი ექიმი პაციენტს მცირე ოდენობით ალკოჰოლის მიღებასაც კი ურჩევს, რაც არგებს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, გულს. მცირე ოდენობით ალკოჰოლის მიღება ქრისტიანული წესია. სიმთვრალე და მიდრეკილება კი ცოდვაა. თუმცა, ალკოჰოლთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ბიბლიური სეხედულებების თანახმად, ზედმეტი ალკოჰოლის მიღების ცდუნების თუ სხვათა შეურაცხყოფის ალბათობის გამო, ქრისტიანისთვის ყოველთის უკეთესია საერთოდ შეიკავოს თავი ალკოჰოლის მიღებისაგან.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



რას გვეუბნება ბიბლია ალკოჰოლის/ღვინის მიღებაზე? არის თუ არა ქრისტიანისთვის ალკოჰოლის/ღვინის მიღება ცოდვა?